The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თამაზ მარინაშვილი

დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1933  (91 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1958 წელს.

1959–1963წწ. იყო თბილისის ბავშვთა IV საავადმყოფო–პოლიკლინიკის გაერთიანების ექიმი–პედიატრი; 1963–1972წწ. ექიმთა დახელოვნების თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1972–1992წწ. თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასისტენტი. 1992 წლიდან იყო ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პედიატრიის აქტუალურ საკითხებს. არის ავტორთა კოლექტივის წევრი მონოგრაფიებისა: "ზოგიერთი თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადება ბავშვებში"(1983); "ბავშვთა დაავადებები"(1995).  მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 92 სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის სტუდენტური ნაშრომი. 1962 წელს პირველად საქართველოში, პროფ. ი. კვაჭაძესთან ერთად ბავშვის ორგანიზმიდან გამოყო პარაზიტი ტოქსოპლაზმა გონდი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკურ–იმუნოლოგიური პოლიმორფიზმი და ზოგიერთი გენეტიკური მარკერი იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს", დაიცვა 1992 წელს.