შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლია მენთეშაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.
1958–1960წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, 1961–1969წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი, 1978–1994წწ. ამავე კათედრის დოცენტი, 1995 წლიდან ფსიქიატრიის კათედრის გამგე. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა ნაწილი ეხება ფსიქიატრიის ბიოლოგიურ პრობლემებს, კლინიკო–ექსპერიმენტული ხასიათის ნაშრომები კი ეხება პიროვნების კვლევის საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებათა დროს. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა კლინიკურ ორდინატორთა მომზადების კათედრას. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის ზოგიერთი მაჩვენებლები ინვოლუციური ფსიქოზისა და შიზოფრენიის დროს მოგვიანებულ ასაკში", დაიცვა 1971 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |