შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვახტანგ მეუნარგია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1959 წელს.
1959–1962წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1962–1971წწ. თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1970წწ. სტაჟირებას გადიოდა მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრში, 1971–1975წწ. იყო უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1975 წლიდან აკად. გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის იმუნოჰემატოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 96 სამეცნიერო ნაშრომისა სიმსივნეების, ლეიკოზების, ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების იმუნოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "იმუნოლოგიური ამოცნობის მოლეკულური და უჯრედული ასპექტები"(რუსულ ენაზე, "მეცნიერება", 1988). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 7 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს საავტორო ჯილდოები(1987, 1988, 1991). იმუნოჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლიმფოციტების, ვირუსების და სამიზნე უჯრედების ურთიერთმოქმედების ექსპერიმენტული შესწავლა", დაიცვა 1969 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |