The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



არჩილ მიქელაძე

არჩილ მიქელაძე
დაბადების თარიღი:1929
გარდაცვ. თარიღი:1974  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:მორფოლოგი, ნევროლოგი

ბიოგრაფია

გამოჩენილი ქართველი ნეირომორფოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ არჩილ მიქელაძის სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტთან. 1960 წლიდან ხელმძღვანელობდა ივანე ბერიტაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბებულ ნეირომორფოლოგთა ჯგუფს; მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ელექტრონული მიკროსკოპიის დარგში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება როგორც საქართველოს, ასევე სხვა რესპუბლიკების სამეცნიერო დაწესებულებებისათვის. დიდია მისი დამსახურება თბილისში 1969 და 1971 წლებში ელექტრონულ მიკროსკოპიაში საერთაშორისო სკოლისა და გამოფენის ორგანიზაციაში, რამაც დიდი ბიძგი მისცა საქართველოში ამ მიმართულებით კვლევების ფართოდ გაშლას. მისი ხელმძღვანელობით შესწავლილია თავის ტვინის ფუნქციურად განსხვავებული უბნების სხვადასხვა ტიპის ნეირონების, ნეირონთაშორისი სინაფსური და არასინაფსური კავშირების, ნეიროგლიის უჯრედებისა და სისხძარღვოვანი კაპილარების ულტრასტრუქტურა ნორმასა და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის მოდელირების პირობებში. ელექტრონულ მიკროსკოპიის დარგში მიღწეული წარმატებების აღსანიშნავად 1973 წელს იგი დაინიშნა თბილისში ჩატარებული ელექტრონულ მიკროსკოპიაში საკავშირო კონფერენციის ორგკომიტეტის თავმჯდომარედ. იყო მრავალი სტატიის ავტორი და ელექტრონული მიკროსკოპიის   დარგში მრავალი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე.