შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნანა სერაფიონის ასული შავლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: საქართველო, ქ.თბილისი 1958 წელს დაამთავრა ქ.თბილისის ეროვნული უნივერსიტეტის (ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი) ბიოლოგიის ფაკულტეტი, ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ მეცნიერებათა განხრით. იყო დიდი ქართველი ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის მოსწავლე. 1959 წელს მუშაობა დაიწყო ნიკოლოზ მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. იყო მედიკო-ბიოლოგიური ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი. 1960-1966 წლებში იმავე ინსტიტუტში მუშაობდა სამხედრო ტოქსიკოლოგიის მიმართულებით. იყო ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. სწავლობდა ქიმიური ნაერთების ტოქსიკოდინამიკას, მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციების განვითარების მექანიზმს. 1974 წლიდან ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1976-1996 წლამდე ხელმძღვანელობდა ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიას, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ტოქსიკოლოგიის მიმართულებით. მუშაობდა შხამების ორგანიზმში განაწილების, აკუმულირების და გამოყოფის საკითხებზე. სწავლობდა მათ მოქმედებას შორეულ შედეგებზე. ადგენდა შხამების ზღვრულად დასაშვებ დოზებსა და კონცენტრაციებს სამუშაო ზონის ჰაერში. მისი სადისერტაციო ნაშრომის კვლევის მასალები - ,,ზოოკუმარინის ტოქსიურობა და ტოქსიკოდინამიკა’’ შეტანილია 1976 წელს გამოცემულ საერთაშორისო მვლევარში ქიმიკოსთა, ინჟინერთა და ექიმთათვის (გამომცემლობა ,,ქიმია’’ლენინგრადის განყოფილება) ,,მავნე ნივთიერებები წარმოებაში’’ ტომიⅡ ,,ორგანული ნივთიერებები’’ გვ. 442-443; თემა- ზოოკუმარინი (α-აცეტონილბენზილი)-4-ჰიდროქსიკუმარინი, ვარფარინი)], სადაც მოცემული ანტიკოაგულანტის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 0,01 მგ/მ3 ნ. შავლაძემ საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით, მოახდინა შეთავაზება და ჩაანაცვლება ნივთიერების 0,001 მგ/მ3 კონცენტრაციით. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის. იყო ექსპერიმენტული ტოქსიკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |