The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნუგზარ ნარსია

ნუგზარ ნარსია
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1977წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინტერნი; 1977-1984წწ. თბილისის კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1984-1989წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მორფოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან ასისტენტი, დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი კარდიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოდინამიკის თავისებურებანი და მისი დარღვევის კომპენსაციის მექანიზმები მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობასა და რეაბილიტაციის სხვადასხვა ეტაპზე", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემოდინამიკის, ჰორმონალური სტატუსის თავისებურებანი და სისხლის მიმოქცევის დარღვევის კომპენსაციის მექანიზმები გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმების გლიკოზიდებით, პერიფერიული ფაზიდილატიცირებითა და სიმპტომატური საშუალებებით მკურნალობის ფონზე", დაიცვა 1993 წელს.