The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ესფირ ნაციაშვილი

დაბადების თარიღი:2 დეკემბერი, 1924  (101 წლის)
კატეგორია:იმუნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1949–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ორდინატორი ტროპიკოლოგიის განხრით; 1956–1972წწ. ქალაქის სადეზინფექციო სადგურის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1972–1980წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის თირკმლის ტრანსპლანტაციის ცენტრის ექიმი–იმუნოლოგი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წლიდან ამავე ინსტიტუტის იმუნოლოგიის ლაბორატორიის გამგე. ავტორია 147 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. სამუშაოდ იმყოფებოდა გერმანიაში, ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის თირკმლის ტრანსპლანტაციის ცენტრსა და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში. მონაწილეობდა ქოლერის ეპიდემიის ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციაში, მოხსენებით გამოდიოდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფორუმებზე. იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაწლავური ინფექციის კერებში დეზინფექციის ხარისხის ბაქტერიოლოგიური კონტროლი", დაიცვა 1972 წელს.

ბიბლიოგრაფია