| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ორხელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაკულტეტი 1965 წელს. 1967–1969წწ. იყო ბაქოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ანესთეზიოლოგი; 1969–1972წწ. მოსკოვის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის განყოფილების ასპირანტი; 1973-1978წწ. თბილისის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1984წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1990წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის კლინიკური განყოფილების გამგე; 1981-1993წწ. ექიმი-კონსულტანტი ანგოლის სახალხო რესპუბლიკაში; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კატასტროფების მედიცინის განყოფილების გამგე; 1988 წლიდან კატასტროფების მედიცინის ცენტრის ექიმი-კონსულტანტი. ავტორია 64 სამეცნიერო ნაშრომის, მეთოდური რეკომენდაციების. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კატასტროფების მედიცინის სამეცნიერო განყოფილების შექმნა. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნატრიუმის ოქსიბუტირატის გამოყენებით ინტრავენური კომბინირებული ანესთეზია ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში", დაიცვა 1972 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

