| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
აფრასიონ პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ჰოსპიტალის საფერშლო სკოლა 1890 წელს. საფერშლო სკოლის დამთავრების შემდეგ, ორი წლით სამუშაოდ ტოვებენ ჰოსპიტალში; 1893-1897წწ. მუშაობდა ქუთაისის გუბერნიის აჯამეთის ხე-ტყის წარმოების მომსახურეთა ფერშლად; 1897 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაოდა რაჭის მაზრის სოფელ ამბროლაურის საავადმყოფოს გამგედ; ქართული მედიცინის ისტორიაში, თავისი შინაარსიანი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე, ორი მნიშვნელოვანი ნაღვაწით დაიმკვიდრა თავისი ადგილი: პირველი, მთელი რაჭის მხარის მოსახლეობა დაიცვა ყვავილის ეპიდემიისაგან, რასაც მოჰყვა რუსეთის იმპერიაში დამკვიდრებული სპეციალური ვერცხლის მედლით მისი დაჯილდოება (1910, მედალი "ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის", ისტორიული მნიშვნელობისაა და პირველად რუსეთში მოიჭრა 1765 წელს - ეს არის უნიკალური და ერთადერთი მედალი საქართველოში), და მეორე - იგი არის მთელ რაჭის მხარეში ჯანდაცვის ორგანიზატორი - მან პირველმა აქცია ამბროლაურის 6 საწოლიანი საავადმყოფო 25 საწოლიან რაიონულ საავადმყოფოდ. ასევე, სხვა სოფლებშიც ხელი შეუწყო საავააადმყოფოების ორგანიზაციის საქმეს. ცნობილი ქართველი ფერშალი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. ამბროლაურის ახალ საავადმყოფოს მიანიჭეს მისი სახელი. გივი პეტრიაშვილის მამა.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

