მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-08-27
თემურ ჟღენტი

კიდევ ერთმა სამწუხარო ამბავმა შეძრა საზოგადოება - გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, იაკობ გოგებაშვილის მედლის კავალერი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი თემურ ჟღენტი. ქართული მეცნიერების, კულტურის მოღვაწეთა და პედაგოგთა სამყაროსთვის (და არამარტო მათთვის) თემურ ჟღენტის პიროვნება ჭეშმარიტი მამულიშვილის, საზოგადო საქმის აღორძინებისა და მომავალი თაობების აღზრდისათვის დამაშვრალი კაცის სახელს უკავშირდება.
თემურ ჟღენტმა განვლო უაღრესად რთული და საინტერესო ცხოვრების გზა, რომელიც, სირთულეების მიუხედავად, ლიდერობისთვის დაბადებული ყოველი კაცის და საზოგადო მოღვაწისთვის არის დამახასიათებელი. მან, სრულიად ახალგაზრდამ, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, პედაგოგიური საქმიანობა იმავე ინსტიტუტში დაიწყო. ამას მოჰყვა თბილისის პიონერთა და მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის პედაგოგობა, განათლების სამინისტროსა და კომკავშირის ცეკას წამყვანი თანამდებობები. რა სამსახურებრივ პოზიციაზეც არ უნდა ყოფილიყო ბატონი თემური, მის სახელს მუდმივად უკავშირდებოდა ახალი ინიციატივების, ახალი სახეების, ახალი წამოწყებების დამკვიდრების თაოსნობა. ასე მოხდა 1977-1987 წლებში პიონერთა და მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის დირექტორობის დროსაც. იგი გახდა ინიციატორი და გეზის მიმცემი ბავშვთა ცნობილ ანსამბლ "მზიურის" დაარსებისა.
1989-91 წლებში თემურ ჟღენტი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორია; 1991-92 წწ. სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურის სახელმწიფო სასწავლებელს ხელმძღვანელობს; 1992 წლიდან მეგობართა ჯგუფთან ერთად ხდება ინიციატორი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა. იგი 2006 წლამდე ამ უნივერსიტეტის არჩეული რექტორია.
თემურ ჟღენტის ინიციატივით, საქართველოში პირველად შეიქმნა ქორეოგრაფიული და სალოტბარო სპეციალობების ფაკულტეტები, ქართული ფოლკლორის ლაბორატორია. აქვე დაარსდა ქართული ხალხური ცეკვის ცნობილი ანსამბლი "როკვა" და ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი "ქალგულო". თემურ ჟღენტის თაოსნობით ამ უნივერსიტეტში ხელოვნების სახელოსნოებს ხელმძღვანელობდნენ ცნობილი შემოქმედნი - ვახუშტი კოტეტიშვილი, კუკური (ევსეი) ჭოხონელიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გომარ სიხარულიძე, თენგიზ სუხიშვილი, ბესიკ სვანიძე, რეზო ჭანიშვილი, უჩა დვალიშვილი, თემურ გოცაძე, თემურ თურმანიძე, გივი ყანდარელი, სანდრო მრევლიშვილი და ბევრი სხვა.
ბატონი თემური იყო კაცი, რომელსაც არ უჭირდა და არც ეშინოდა თავის ირგვლივ ნიჭიერებით გამორჩეული კოლეგებისა და ახალგაზრდა პიროვნებების შემოკრება. ასე მოხდა მაშინაც, როცა მიზეზთა გამო, არცთუ ახალგაზრდა ასაკში, მას კიდევ ერთხელ მოუწია საყვარელი საქმიანობის ხელახლა დაწყება.
თემურ ჟღენტი პირველთაგანი იყო, ვინც უყოყმანოდ დაუჭირა მხარი თავისი მეგობრის, ბატონ გურამ თავართქილაძის წამოწყებას და, თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად, გახდა ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო კერის - გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის - დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. თავად ბატონი თემური ამ უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში და მისი უდავო დამსახურებაცაა, რომ ხსენებულმა უმაღლესმა სასწავლებელმა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მალევე სათანადო ავტორიტეტი მოიპოვა.
ამგვარი მდიდარი ბიოგრაფიისა და დამსახურების მქონე თემურ ჟღენტი, ისე როგორც მსგავს პიროვნებებს შეეფერება, ხაზგასმული უბრალოებითა და მოყვასის დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. ეს ცხადად ჩანდა კოლეგებთან და სტუდენტებთან მის მამაშვილურ დამოკიდებულებაში.
თემურ ჟღენტი თხემით ტერფამდე ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდილი ქართველი იყო. ყველაზე ნათლად ამაზე მეტყველებს მისი განუყოფელი დიდი პატრიარქალური ოჯახი, რომლის მამასახლისობასაც ღირსეულად ეწეოდა. ბავშვივით გულუბრყვილო და მიმნდობი, სამშობლოზე ფანატიკურად შეყვარებული ეთაყვანებოდა ხიდისთავს, თავის მშობლიურ სოფელს გურიაში, სადაც გაატარა კიდეც სიცოცხლის ბოლო დღეები.
დიდი და ამოუვსებია ბატონი თემურის წასვლით გამოწვეული ტკივილი ყველასთვის, ჩვენთვის - მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის და იმ თაობათა მთელი არმიისთვის, ვინც მისი მფარველობისა და მზრუნველობის ქვეშ ეზიარა ცოდნასა და განათლებას.
ბატონო თემურ, იმქვეყნად გატანთ დიდ სიყვარულს.
მსუბუქი იყოს თქვენთვის ქართული მიწა!

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტიfs40



კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი