![]() |
Login |
English Georgian |
NewspapersBrowseSearch |
Show by Years »Annual Sets
Select the year and call number to display information about the set. More Information -საქართველოს გაზეთი. [ყოველკვირეული გაზეთი]. [კავკასიის კორპუსის შტაბის გამოცემა]. თბილისი, 1819-1820. პირველი, ქართული გაზეთი; გამოვიდა თბილისში 8 მარტს 1819 წელს. დაარსდა კავკასიის მთავარმართებლის გენერალ ერმოლოვის მფარველობითა და უშუალო მეთვალყურეობით "სარგებლობისა და კმაყოფილებისათვის მცხოვრებთა". გამოდიოდა კვირაში ერთხელ საწერი ქაღალდის თაბახის ზომისა, 4 გვერდის მოცულობით. გაზეთს კავკასიის კორპუსის შტაბთან სცემდნენ. გაზეთის ტექსტი რუსულად იწერებოდა და შემდეგ ითარგმნებოდა ქართულად. გაზეთში ათავსებდნენ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ბრძანებებსა და განკარგულებებს, მოხელეთა დანიშვნის, დაჯილდოვებისა და გადაყვანა-გადმოყვანის ცნობებს, რუსეთისა და საქართველოს შინაურ ამბებს, უცხოეთის ამბებს, მოთხრობებს, ანეკდოტებს, განცხადებებს, უკანასკნელთა შორის განცხადებებს ყმების გაყიდვის შესახებ. მაგალითად, 1820 წლის 30 ივლისის ნომერში არის განცხადება: "საჯაროდ იქნება გაყიდული გლეხი გოგი ელბაქიძე თავის ცოლით, შვილით და სამი სული რქოსან საქონელით". 1820 წლის მეორე ნახევრიდან გაზეთი გამოდიოდა "ქართული გაზეთი"-ს სახელით; ამ სახელთან ერთად გამოხატული იყო ფრონტისპისად წმინდა გიორგის სურათი. გაზეთი ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალურ გამოცემას წარმოადგენდა, გაზეთში მოთავსებული მთელი მასალა მეტისმეტად მძიმე და მოსაწყენი მწიგნობრული ენით იყო დაწერილი. ამიტომ გაზეთი სრულებით მოწყვეტილი იყო მკითხველ საზოგადოებას და ხალხში გასავალი არ ჰქონდა. ავრცელებდნენ დიდი გაჭირვებით, ადმინისტრაციული გზით, დაახლოებით 150-200 ცალს. გრიგოლ ყიფშიძის აზრით, გაზეთი 1825 წლამდე იცემოდა. "საქართველოს გაზეთი" და "ქართული გაზეთი" ძვირფასი დოკუმენტია საქართველოს სოციალ-პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობის შესასწავლად მოცემულ პერიოდში. 1819 დ ა 1820 წლების ნომრებში დაბეჭდილი მასალის ბიბლიოგრაფია შეადგინა ტასო კასრაძემ და გამოსცა საქ. სახ. საჯარო ბიბლიოთეკამ შემდეგი სათაურით: "პირველი ქართული გაზეთის ანალიტიკური ბიბლიოგრაფია". ("საქართველოს გაზეთი" 1819 წ. "ქართული გაზეთი" 1820 წ.) თბ., 1941 წ., 64 გვ. "საქართველოს გაზეთი" დაცულია სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (1819 წ. NN1-43 და 1820 წ. N1) და კ. მარქსის სახელობის საქ. სახ. საჯარო ბიბლიოთეკაში (1820 წ. N20 და 1821 წ. N12). ლიტერატურა: Вейденбаум, Е.Г. Кавказские этюды. Т.1. Тифлис. 1901. стр. 298-300; Первая грузинская газета. კარიჭაშვილი, დ. ქართულ პერიოდულ გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა (ჟურნ. "წიგნის მეგობარი", 1925 წ. N1-2, გვ. 93-98). Кипшидзе, Гр. Периодическая печать на Кавказе. Тифлис 1901 г. გუგუშვილი, პ. ქართული ჟურნალისტიკის სათავეებთან ("ლიტერატურული მემკვიდრეობა" 1935 წ., გვ. 298-330). ლეონიძე, გ. პირველი ქართული გაზეთის 120 წლისთავი. "საქართველოს გაზეთი" (გაზ. "კომუნისტი" 1939 წ. 22 მარტი, N66). გუგუშვილი, პ. "ქართული ჟურნალისტიკა" თბ., 1941 წ. იხ. თავი III "საქართველოს გაზეთი". 1819 N 1 (8/III)-43 (25/XII) 1820 N 1-51
[ Desiderata ] Contains: 6 units in 3 annual sets with 3 call numbers (total 4 issues within 2 years)
Created: 27 Sep 2014 00:00:00; Updated: 2 Oct 2024 16:11:19 |
| Contact Us | | MinCMS. version 4.0.1 RC Copyright © 2007-2014, David A. Mchedlishvili |