The National Library of Georgia | Home | About Us | E-Resources |
NewspapersBrowseSearch

ტფილისის უწყებანი

ტფილისი, 1828-1832
გამოდის სამშაბათობით, ხოლო სალიტერატურონი ნაწილნი თთუჱში ორჯერ
Subject:საზოგადოებრივ-პოლიტიკური
Frequency:Weekly
Editor:პ.სენკოვსკი; სოლომონ დოდაშვილი
Language:Georgian
Supersedes by:ტფილისის უწყებანი (1996-1997)

Notes: 1829 წ. ფოტო ასლი

Show by Annual Sets »Years

1828 1829 1830 1831 1832
Select year to display the annual calendar.
More Information -

ტფილისის უწყებანი. [ყოველკვირეული გაზეთი]. "გამოდის სამშაბათობით, ხოლო სალიტერატურონი ნაწილნი თვეში ორჯერ".

თბილისი, 1828-1832.

იცემოდა ერთდროულად პირველ რუსულ გაზეთთან - "Тифлисские Ведомости", რომლის თარგმანს წარმოადგენდა "ტფილისის უწყებანი".

გაზეთის რედაქტორად ჟურნალისტი პ. სენკოვსკი იყო. ქართული გამოცემის მთარგმნელად კი, როგორც პ. გუგუშვილი ამტკიცებს (იხ. მისი

"ქართული ჟურნალისტიკა"), - სოლომონ დოდაშვილი. პირველი ნომრები ქართული გამოცემისა, მაგალითად, 1828 წლის Nბ(2),

გამოსულია "ტფილისის ვედომოსტი"-ს სახელით. შემდეგ კი გაზეთის სახელი შეუცვლიათ: 1832 წლის პირველ ნომერს ეწოდება "ტფილისის

უწყებანი".

გაზეთი ოფიციალურ ორგანოს წარმოადგენდა (მთავრობის ხარჯით იცემოდა). მასში ათავსებდნენ მთავრობის დადგენილებებსა და

განკარგულებებს, ომისა და სხვა ახალ ამბებს, განცხადებებს. რუსული გამოცემა, "Тифлисские Ведомости", ჯერ გამოდიოდა კვირაში

ერთხელ (1828-29 წწ.), მერე კვირაში ორჯერ (1830-31 წწ.), შემდეგ კი თვეში ორჯერ (1832 წ.) ასევე გამოდიოდა თუ არა ქართული

გამოცემა, გაურკვეველია. ჩვენამდე მოღწეული ნომრები შემდეგს ბიბლიოთეკებში ინახება: ა) კ. მარქსის სახელობის საქ. სახელმწიფო საჯარო

ბიბლიოთეკაში - 1828 წლის Nბ(2) და 1832 წლის N1 (12 იანვრისა); ეს ორი ნომერი ყოფ. წ.კ.გ. საზოგადოების ბიბლიოთეკის ფონდშია,

ბ) სტალინის სახ. თბ. სახ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გ) სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის ლენინგრადის სახ. საჯარო ბიბლიოთეკაში:

1828 წ. NNბ, გ, დ, ე, ვ, ზ, ?, თ, ი, ია, იბ, იგ, იდ, იე, იზ, ი?, ით, კ, კა და კბ; 1829 წ. NN1-12 (ბიბლიოთეკარის ტასო კასრაძის ცნობა).

გაზეთს 1832 წელში ჰქონდა დამატება: "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი" (იხ. ქვემოთ).

ლიტერატურა:

1. კარიჭაშვილი, დ. ქართ. პერიოდულ გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა (იხ. ჟურნ. "წიგნის მეგობარი? 1925 წ. N1-2).

2. Зерцалов, Г. Библиография русской периодики Грузии. Часть 1. 1828-1920. Изд. Книжной Палаты Грузии. Тбилиси, 1941 г.

195 стр.

3. გუგუშვილი, პ. ქართული ჟურნალისტიკა. თბ. 1941 წ. იხ. თავი IV - "ტფილისის უწყებანი"

1828 N 2 (8/VII)-22 (22/XI); 1829 N 1 (2/I)-12 (2/IV); 1832 N 1 (12/I)

 

Contains: 32 units in 5 annual sets with 2 call numbers (total 31 issues within 3 years)
Created: 27 Sep 2014 00:00:00;   Updated: 19 Mar 2021 15:39:15