უცხო სიტყვათა ლექსიკონი
<< თავიდანსცილა და ქარიბდა და სკილა და ქარიბდა
სცილა და ქარიბდა და სკილა და ქარიბდა [ბერძ. Skylla, Charybdis] - ბერძნულ მითოლოგიაში: ორი ურჩხული, რომლებიც ბინადრობდნენ იტალიასა და სიცილიას შორის არსებული სრუტის ორივე მხარეზე კლდეებში და ღუპავდნენ იქ გავლილ მეზღვაურებს. სცილასა და ქარიბდას შორის - იტყვიან ისეთ მდგომარეობაზე, როდესაც ვისმე საფრთხე ელის ორი მხრიდან.