საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

საყდრისქედის ეკლესია (დმანისის რ-ნი)

ჯაფარიძე ვ., ამირანაშვილი ჯ., მელითაური კ. დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში //საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1973 წელს.-თბ., 1974.-გვ.82-83.
დმანისის ნაქალაქარიდან სამიოდე კმ-ში მდებარე ერთნავიანი, დარბაზული ტიპის, ნანგრევების სახით შემორჩენილი ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. კანკელის, წარწერიანი სტელის, წარწერიანი ქვისა და ქართული ფულების (თამარისა და დავითის სახელით მოჭრილი1200 წელს) ორი განძის საფუძველზე ძეგლი დათარიღებულია მეთორმეტე საუკუნით.
2.საყდრისქედის ეკლესია //მინდორაშვილი დ. საქართველოს არქეოლოგია 11-111. განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეები.-ბათუმი.,2015.-გვ.64-66.
ტაძრის არქიტექტურული აღწერილობა.
3.საყდრისქედის ეკლესია //ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები II.-თბ.,1974.-გვ.152-173.
საყდრისქედის მცირე დარბაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესიის არქიტექტურა, ისტორია, ტაძრის სტელის ასომთავრული წარწერები, ჩუქურთმიანი კანკელი, სამშენებლო მასალა. ტექსტს ერთვის მდიდარი ფოტომასალა.
4.საყდრისქედის ეკლესია //მინდორაშვილი დ. საქართველოს არქეოლოგია II-III განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეები.-ბათ.,2015.-გვ.64-66.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა