საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

აბანო (ყაზბეგის რ-ნი)

1.ბერიძე ვ. XVI-XVIIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1983.-გვ.206-207.
სოფ. აბანოში მდებარე კვადრატული ფორმის ორი კოშკის აღწერილობა. ერთვის კოშკების სართულების გეგმების განაკვეთებისა და ფასადების ნახაზები.
2.ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამიდული კოშკები: სოფ. აბანო //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.426-429.
თრუსოს ხეობაში შემორჩენილი კოშკების ხუროთმოძღვრული ფორმების განხილვა.
3.ჟღერს ქვის ჰარმონია. ნაკვეთი პირველი ა-დ. საკითხავი წიგნი ყმაწვილთათვის 13.-თბ.,2006.-გვ.3-4.
სოფ. აბანოს განაპირას ნაგები სამი კოშკის მოკლე აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს აბანოს კოშკების ფოტო.
4.სიმაგრეები: აბანო //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.152-153.
სოფ.აბანოს ორი კოშკის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ერთვის ტაბ.54.
5.კოშკები: აბანო //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.166-167.
მოკლე ცნობები აბანოს საცხოვრებელ-თავდაცვითი სახის ორი კოშკის შესახებ. ტექსტს ახლავს კოშკების ფოტო.
6.მლეთი-ყაზბეგი //ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა.-თბ.,1972.-გვ.42-43.
XVI-XVIII საუკუნეებით დათარიღებული სამი კოშკის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს აბანოს კოშკების ფოტო.
7.აბანო //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.436-437.
სოფ.აბანოს ისტორიის, 1889 წელს ნაგები ეკლესიისა და XVIII საუკუნის კოშკების კომპლექსის (შედის სამი კოშკი) შესახებ. ტექსტს დართული აქვს კოშკების ფოტოები და სქემატური ჩანახატები.
8.Закарая П. Древние крепости Грузии.-Тб.-1969.-с.84-86.-илл.
Предметом описания является башни расположенные на окраине сел. Абано в узком ущелье Трусо.
 
 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა