საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ზემო ნიქოზი (გორის რ-ნი)

1.ნიქოზის წმ.რაჟდენ პირველმოწამის მამათა მონასტერი //ზანგურაშვილი ვლ. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2007.-გვ.23-25.
მონასტრის დაარსების ისტორია,მოკლე აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლის ორი ფოტო.
2."დასაბამი ყოველთა მოწამეთა". ნიქოზი //საქართველოს სულიერი საგანძური.წიგნი I.-თბ.,2005.-გვ.42-43.
ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული ეკლესიის (შემორჩენილია გვიანდელი, გადაკეთებული ღვთაების სახელობის)კომპლექსში შემავალი ნაგებობების-ღვთაების ეკლესიის, სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სასახლის მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. დართული აქვს ძეგლის საერთო ხედის ფოტო.
3.ახალი ამბავი //ივერია.-1890(30იანვ.).-N23.-გვ.1.
ნიქოზის ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის მიერ ეგზარქოს პალადისადმი წარდგენილი მიმართვა.
4.გაბრიელ ეპისკოპოსი. იმერეთის სასულიერო ჟურნალ "მწყემსის" რედაქტორს, დეკანოზ დავით ღამბაშიძეს //მწყემსი.-1889.-N9.-გვ.1.
სოფ.ზემო ნიქოზის ტაძრის განახლების შესახებ.
5.გვასალია ჯ. ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.ტ.VI.-თბ.,1982.-გვ.50-51 //ჟღერს ქვის ჰარმონია.ნაკვ.II: საკითხავი ყმაწვილთათვის.-თბ.,2007.-გვ.51-52.
მოკლე ცნობა ზემო XIV-XV საუკუნეების ზემო ნიქოზის კომპლექსის შესახებ. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო.
6.ნიქოზის მთავარანგელოზი //გენგიური ნ. კუპელჰალე.-თბ.,2005.-გვ.48-55; 142-145.
X საუკუნით დათარიღებული ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება (შიდა სივრცე, გარე მოცულობა, სამშენებლო მასალა, ფასადების აქცენტირებული მხატვრული გაფორმება) და შემორჩენილი წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი. მოხსენიებულია ტაძრის ამგები ეპისკოპოსი მიქელი (წარწერის მიხედვით), ლ.რჩეულიშვილი. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ფოტოები.
7.დავითაშვილი ი. "გთხოვთ ადგილი უბოძოთ..." //ივერია.-1889(6ივნ.).-N115.-გვ.3.
ნიქოზის ტაძრის განახლების შესახებ.
8.ლორთქიფანიძე გ. ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში.-თბ.,1979.-გვ.73-74.
მოკლე ცნობები ტაძრის შესახებ.
9.მცირე შენიშვნები //მწყემსი.-1886.-N11.-გვ.11-12.
სოფ.ზემო ნიქოზში V საუკუნის ეკლესიის შეკეთების შესახებ.
10.მატერიალურიკულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ლიახვის ხეობა.-თბ.,1981.-გვ.46-49.
ღვთაებისა და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიების მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.
11.ზემო ნიქოზი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.IV.-თბ.,1979.-გვ.509-510.
ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შემორჩენილი ნაგებობების მოკლე ისტორია და აღწერილობა. მოცემული ღვთაების ეკლესიის ფოტო.
12."ნიქოზის ტაძრის მღვდელს.." //ივერია.-1889(6ივნ.).-N115.-გვ.2.
ტაძარში ნაპოვნ სიძველეთა შესახებ.
13.სოფ.ნიქოზი //გაზ. "ივერია".-1891(4სექტ.).-N187.-გვ.2.
პ.უვაროვას მეუღლის მიერ ტაძრის სასრგებლოდ შეწირული თანხის შესახებ.
14."ბ-ნი გ.საძაგლოვი ივერიელი შემდეგს მცირე საარხეოლოგიო შენიშვნასა გვწერს //ივერია.-1890(23აგვ.).-N181.-გვ.1.
ზემო ნიქოზის ტაძარში დაცული ხატის შესახებ.
15.ზემო ნიქოზი //ივერია.-1889(2აგვ.).-N162.-გვ.1.
ტაძრის კედელში აღმოჩენილი წარწერიანი ქვის შესახებ.
16.თანამგრძნობი. სოფ.ნიქოზი //ივერია.-1889(4აგვ.).-N164.-გვ.3.
ტაძრის განახლებისა და აკლდამის აღმოჩენის გამო.
17."ცხინვალსა ქვემოდ..." //ივერია.-1889(12თებ.).-N33.-გვ.1.
მოკლე ცნობა ზემო ნიქოზის ტაძრის შესახებ.
18.[ფურცელაძე ბესარიონ] მეთვალყურე. ზემო ნიქოზი //ივერია.-1890(22აგვ.).-N180.-გვ.2.
ძველი ტაძრის განახლების შესახებ.
19.სოფ.ნიქოზი (გორის მაზრა) //ივერია.-1891(4სექტ.).-N187.-გვ.2.
ტაძრისა და პატარა ეკლესიის შეკეთების თაობაზე. მოხსენიებულია გრაფინია უვაროვა.
20.ზემო ნიქოზი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.68-69.
მთავარანგელოზის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძრისა და ღვთაების სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ერთვის გეგმები და ნახაზები.
21.ზემო ნიქოზი //ახლოური დ. ქართული სულიერების ოაზისი.-თბ.,2008.-გვ.46-48.
ზემო ნიქოზის ღვთაების სახელობის ტაძრისა და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ლაპიდარული წარწერების მოკლე ანალიზი.
22.მთავარანგელოზის ტაძარი ზემო ნიქოზში //რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები.-თბ.,1994.-გვ.76-104.
კომპლექსის ისტორია, ნაგებობათა აღწერილობა, ტაძრის ვრცელი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.21-23).
23.რჩეულიშვილი ლ. ზემო ნიქოზის არქიტექტურული კომპლექსის მცირე ტაძარი //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის I სამეცნიერო სესია. სამუშაო გეგმა და თეზისები.-თბ.,1948.-გვ.6-7.
ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება და მხატვრული ფორმების ანალიზი.
24.ზემო ნიქოზი. მთავარანგელოზის ეკლესია. ღვთაების ტაძარი //ქართული წარწერების კორპუსი.I.:აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.70-71; გვ.185-188. რეზ.რუს.ენაზე.
ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის სახ. ეკლესიისა და ღვთაების ტაძრის მდებარეობა, წარწერების შესრულების თარიღი პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზის საფუძველზე. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.66,67).
25.კანდელაკი ქ. ჩემი სოფლის ქვათა ღაღადი // გაზ. "საბჭოთა ოსეთი".-1990(9 აგვ.).-გვ.4.
26.ზაქარაია პ. შიდა ქართლის საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-1999.-N1.-გვ.37.
ურბნისის ტაძრის მოკლე ისტორია.
27.გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა. სასულიერო ჟურნალის "მწყემსი"-ს რედაქტორს, დეკანოზს დავით ღამბაშიძეს //მწყემსი.-1889.-N9.-გვ.1.
სოფ. ზემო ნიქოზის მეხუთე საუკუნის საკრებულო ტაძრის განახლება.
28.ლომოური ნ. ხმა პროვინციიდამ //მწყემსი.-1889.-N22.-გვ.6-8.
ტაძრის შეკეთების დროს ძველი სტილის დარღვევის გამო.
29.ზემო ნიქოზის კომპლექსი//შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.34-35. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მოკლე ცნობა ზემო ნიქოზის ხუროთმოძღვრული კომპლექსის შესახებ. მოხსენიებულნი არიან კალატოზები: მარკოზ და მახარობელ მემარნიშვილები, გიორგი გურიტიშვილი.
30.ნიქოზის ღვთაების ეკლესია//შიდა ქართლი:[ფოტოალბომი].- თბ., 2016.-გვ.-54-55.
ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მოკლე არქიტექტორული აღწერილობა.
31.ღვთაების ტაძარი //სოსიაშვილი გ."სამაჩაბლოს ისტორია".-თბ.,2021.-გვ.282.
32.მთავარანგელოზის ტაძარი //სოსიაშვილი გ."სამაჩაბლოს ისტორია".-თბ.,2021.-გვ.283.
33.ღვთაების ტაძარი //ნადიმაშვილი ს. ზემო ნიქოზის "ღვთაების" ტაძრის სამრეკლოს შესახებ.-თბ.,2022 წ.-გვ.4-20.
ქართული ქრისტიანული ხელოვნების კავშირი ევროპულ ქრისტიანულ ხელოვნებასთან. ტქქსტს ახლავს ფოტომასალა.
34.ნიქოზი //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.146-147.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა