საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ბოდავი (დუშეთის რ-ნი)

1.ბოდავი //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.452.
ღვთისმშობლის სახ. გუმბათოვანი ეკლესიის ("ფუძნარი") ხუროთმოძღვრული დახასიათება.
2.ბოდავი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.II.-თბ.,1977.-გვ.440.
მოკლე ცნობა XIII საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული, ნატეხი ქვითა და შირიმის კვადრებით ნაგები, ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის შესახებ.
3.ბოდავის წმ.გიორგის სახ. ნიშის გამოკვლევა //ცნობის ფურცელი.-1899.-N875(25 ივლ.).-გვ.1.
სომხების მიერ ნიშის მითვისების გამო.
4.ბოდავი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.229.
მოკლე ცნობა სოფ.ბოდავის გვიანდელი შუა საუკუნეების, სწორკუთხა და ზურგიანი კოშკებისა და წმ. გიორგის სახ. ეკლესიის კომპლექსის (დარბაზული ეკლესია, სწორკუთხა კოშკი და წრიული ფორმის გალავანი)შესახებ.
5.ბოდავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია // იოსელიანი პლ. აღწერა დუშეთისა, თბილისის გუბერნიის ქალაქისა.-თბ.,1860.-გვ.119.
მოკლე ცნობა სასაფლაოზე აგებული ტაძრის შესახებ.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა