საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

არშა (ყაზბეგის რ-ნი)

1.ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1983.-გვ.114.
აღწერილია თერგის ხეობაში მდებარე არშის ციხე.
2.მლეთი-ყაზბეგი //ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა.- თბ.,1972.-გვ.48-50.
არშის ციხე-მდებარეობა, ხუროთმოძღვრული დახასიათება. ერთვის ფოტო.
3.არშა //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.79-80.
სოფლებიდან გახიზნული მოსახლეობის თავშესაფრად აგებული არშის ციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
4.ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ციხეები: არშა //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.278-279.
ისტორიულ ხევში მდებარე ციხის დახასიათება ისტორიული წყაროებისა და სამეცნიერეო ლიტერატურის მიხედვით. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, ა.კობაიძე. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (ტაბ.95,96).
5.სიმაგრეები. არშა //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.68-70.
მოთხრობილია არშის ციხის ისტორია, აღნიშნულია მისი მოხერხებული ბუნებრივი მდებარეობა.
6.მაკალათია ს. ხევი.-თბ.,1934.-გვ.115-121.
არშის ციხე-ხუროთმოძღვრული დახასიათება. აქ დაცული რკინის ჯოხის (კვერთხის) ხუცური წარწერის განხილვა. ხალხური გადმოცემა ციხის შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
7.შმერლინგი რ. დოლიძე რ. თბილისიდან კავკავამდე.-თბ.,1991.-გვ.31-32.
ნანგრევების სახით შემორჩენილი არშის ციხისა და ეკლესიის მოკლე დახასიათება.
8.არშის ციხე //გაზ. "ივერია".-1890.-25 აპრ.(N86).-გვ.2.
ციხის მდებარეობისა და თქმულებების მის შესახებ.
9.იამბე, ციხის ნაშალო....-თბ.,2007.-გვ.21-22.
ციხის მდებარეობა, ისტორია და ხალხური გადმოცემები. ტექსტს დართული აქვს ფოტო.
10.ციხესიმაგრეები არშა //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.111-113.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ციხის შესახებ, მოკლე აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.
11.სტეფანწმინდის ეპარქია: არშის მონასტერი: მამათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტერები: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.114.
მოკლე ცნობა 2003 წელს დაარსებული მონასტერის შესახებ.
12. არშა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.438.
მოკლე ცნობა XVI -XVII საუკუნეების ციხის, მისი ისტორიის, IX-X საუკუნეების ეკლესიის, ციხის ტერიტორიაზე მდგარი წმ. გიორგის სახ. ხატისა და სოფლის ჩრდ.-დას.-ით აგებული წმ. გიორგის სახ. ახალი ხატის შესახებ.
13.Арджеванидзе А. Аршская крепость //Военно-грузинская дорога.-Еб.,1954.-с.224-225.
14.Долидзе В., Шмерлинг Р. Военно-Грузинская дорога.-Тб.,1956.-с.51-53. Путеводитель
15.Закарая П. Крепостное сооружения Картли.-Тб.,1968.-с.9-11 с илл.
16.Квезерели-Копадзе Н. Военно-Грузинская дорога.-Тб.,1976.-107-108.
17.არშის ციხე //საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები. საქართველო.-2015.,თბ.-გვ.261.
18.არშის ციხე //ხარაძე, კ. ხევის ბუნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბ., 2015.-გვ.46.
19.არშის ციხე //ქერაშვილი გ. ხევი და მოხევეები.-თბ.,2012.-გვ.95-98.
20.არშის ციხე //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.363-365.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა