საქართველოს ისტორიულ
ძეგლთა
ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
<< თავიდანდარკვეთის ეკლესია (ჭიათურის რ-ნი)
1.დარკვეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.III.-თბ.,1978.-გვ.387.
სოფ. დარკვთის X-XI საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
2.ს. დარკვეთი (შორაპნის მაზრა) //ივერია.-1904.-N115(16 მაისი).-გვ.2-3.
დარკვეთის ეკლესიის წარწერებისა და იქ აღმოჩენილი წიგნების შესახებ.
3.დარკვეთი //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ. I.(IX-XIII სს.).-თბ.,1980.-გვ.157-158.
დარკვეთის ეკლესიის შემორჩენილი წარწერების (სამშენებლო, ლიპარიტის, გოდობრელის, გოლიათის შვილთა, კოხალას, გოლიათის გრაფიტი, მიქაელის გრაფიტი)პალეოგრაფიული ანალიზი. წარწერების შესრულების სავარაუდო თარიღის შესახებ. მოხსენიებულნი არაინ: ექვ.თაყაიშვილი, რ.შმერლინგი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.53-57).
4.ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.213-216.
დარკვეთის ეკლესია-ერთნავიანი ბაზილიკა, მისის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, ასომთავრულნარევი ნუსხური წარწერების მიმოხილვა, ღვთისმშობლის ხატის აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები (სურ.35-38).
5.Шмерлинг Р Церковь в селении Дарквети //Ars Georgica.Серия А.-1963.-N6.-С.183-196.
6.ჯაბუა ნ. ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში.–თბ.,2012.–გვ.69–70.
დარკვეთის წმინდა გიორგის სახელობის ერთნავიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოღვრული ანალიზი.
7.დარკვეთის ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.165. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
8.დარკვეთის წმინდა გიორგი//დვალიშვილი გ.საჩხერე და ჭიათურა.-თბ.,2013.-გვ.285. ტექსტს ახლავს ფოტო.
9.დარკვეთის წმინდა გიორგი //დვალიშვილი გ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები.-თბ., 2024.-გვ.58-59.