საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ვანის ქვაბები (ასპინძის რ-ნი)

1.გაფრინდაშვილი გ. ვანის ქვაბის განძი //ძეგლის მეგობარი.-1966.-N6.-გვ.3-9.
1965 წლის ექსპედიციის მიერ "ვანის ქვაბების" შესწავლის შედეგები. სამრეკლოსა და ბალავრის წარწერების (განეკუთვნება თამარისა და შოთა რუსთაველის თანამედროვეს, იჩქით გურგენის ძეს)ანალიზი, ძეგლის აგების თარიღი.
2.ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერების პოეზია //კეკელიძე კ. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან XIII.-თბ.,1974.-გვ.119-120// კეკელიძე კ. კედლებზე შერჩენილი სიცოცხლე //გაზ. "კომუნისტი.-1959(24 თებ.).-გვ.3.
მცირე შენიშვნა შ.ონიანის მიერ წარწერების გაშიფვრის გამო.
3.მოდებაძე გ. შველას, კეთიმოწყობას მოითხოვს //ძეგლის მეგობარი.-1979.-N50.-გვ.28-29.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე, კლდეში ნაკვეთი, მეათე საუკუნის ნამონასტრალის-ვანის ანუ ვაჰანის ქვაბების მოვლა-დაცვის შესახებ.
4.ონიანი შ. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერების პოეზია //საბჭოთა ხელოვნება.-1959.-N7.-გვ.33-40; N8.-გვ.33-42.
მონასტრის კედლებზე XIII-XVI საუკუნეებში მონაზონი ქალების მიერ შესრულებული წარწერების აღწერილობა.
5.ონიანი შ. მივხედოთ ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს //ძეგლის მეგობარი.-1964.-N3.-გვ.14-18.
XII-XV საუკუნეების წარწერების (მათ შორის ფრაგმენტი "ვეფხისტყაოსნიდან")დაცვის სპეციალურ ღონისძიებათა აუცილებლობის შესახებ.
6.ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები.I.-თბ.,1964.-გვ.116-126.
ვანის ქვაბების მონასტრის წარწერებისა და მონასტრის თეთრი ეკლესიის კედლებზე შემორჩენილი მინაწერის განხილვა.
7.ბორჯომიდან ვარძიამდე //გაბაშვილი ც. ვარძია. გზამკვლევი.-თბ.,1945.-გვ.36-39.
მოკლე ცნობა ვანის (ვაჰანის) ქვაბებით განთქმული წმ. გიორგის სახ. მონასტრის შესახებ. ტექსტს დართული აქვს ვანის ქვაბების საერთო ხედის , მცირე ეკლესიისა და ქვაბთა კედლის წარწერების ფოტოები.
8.გაფრინდაშვილი გ. ვანის ქვაბები //არქეოლგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს.-თბ.,1971.-გვ.123-125.
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მიერ 1969 წელს ვანთა ქვაბთა მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების მასალები.
9.გაფრინდაშვილი გ. არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძიებანი ვანის ქვაბებში 1967 და 1968 წლებში //საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები.II.-თბ.,1971.-გვ.108-112.
10.გაფრინდაშვილი გ. ვანის ქვაბები-1971 //არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1971 წელს.-თბ.,1972.-გვ.72-74.
ვანის ქვაბთა მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მასალები.
11.ვანის ქვაბები //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-IV.-თბ.,1979.-გვ.293-295.
ცნობები კლდეში ნაკვეთი ხუროთმოძღვრული კომპლექსის - ვანის ქვაბთა ისტორიისა და არქიტექტურის შესახებ.
12.ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.-თბ.,1977.-გვ.59-60.
ვანის ანუ ვაჰანის სამონასტრო კომპლექსის მოკლე ისტორია, წარწერების ანალიზი ("ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერის ყველაზე ადრეული ნიმუში).მოხსენიებულნი არიან: ანტონ ჭყონდიდელი, მურვან კათხაისძე.
13.ონიანი შ. ვანის ქვაბთა ორი პოეტური წარწერა //ძეგლის მეგობარი.- კრ.X-XI.-1967.-გვ.33-37.
ეკლესიის კედელზე შემორჩენილი წარწერის (XV ს.) მიმოხილვა.
14.ცისკარიშვილი ვ. გამოქვაბულის დღიური //დროშა.-1952.-N11.-გვ.19.
ვანის ქვაბთა მონასტრის ზედა სართული ეკლესიაში შემორჩენილი მონაზონ ქალთა მიერ შესრულებული ისტორიული ხასიათის წარწერების ანალიზი.
15.ვაჰანის მონასტრის წარწერა //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო.-თბ.,1959.-გვ.49-52.
ვანის ქვაბთა ისტორია, ვანის მონასტრის სამი ეკლესიის წარწერების ენობრივი და პალეოგრაფიული ანალიზი. მოხსენიებულია ნ.ბრეძენიშვილი.
16.ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში.-თბ.,1992.-გვ.227-240.
ვანის (ვაჰანის) ქვაბთა კომპლექსში შემავალი ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება და მათზე შემორჩენილი წარწერების განხილვა.
17.ვანის ქვაბები //საქართველოს სულიერი საგანძური.-წ.I.-თბ.,2005.-გვ.81-83.
VIII საუკუნის ვანის ქვაბების (გუგრენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერი) გამოქვაბულთა კომპლექსის (წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადგომები, სამეურნეო დანიშნულების სათავსოები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და ექვსი ეკლესია), წყალსადენისა და წყალსაცავის ნაშშთების, მხატვრობის ფრაგმენტების, ისტორიული ხასიათის წარწერებისა და სიძვეელეთა დახასიათება. მოხსენიებული იჩქით გურგენისძე(XII ს.), მწიგნობართუხუცესი ანტონ ჭყონდიდელი (XIII ს.). ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართული აქვს კომპლექსის საერთო ხედის ფოტო.
18.გაფრინდაშვილი გ. კლდის ძეგლები //გაზ. "ლიტერატურული საქართველო.-1959(6 თებ.).-გვ.3.
19.გაფრინდაშვილი გ. რუსთაველის კვალდაკვალ გამოქვაბულებში //გაზ. "კომუნისტი".-1965(21 ოქტ.).-გვ.4.
აღმოჩენები ვანის ქვაბებში (წარწერები, ჭურჭელი).
20.ვაჰანის ქვაბები //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.93.
ძეგლის მოკლე ისტორია. ტექსტს ერთვის ვაჰანის ქვაბების,
21.ვანის ქვაბები //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.135-136. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
22.ვანის ქვაბები //ხარაძე კ. სამცხის ბუნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბ.,2016.-გვ.113-116.
23.ვანის ქვაბები //ნათენაძე ნ. მესხი მელექსე.-თბ.,2018.-გვ.309-315.
24.ვანის ქვაბები და ვარძია //საქართველოს ისტორია (საკითხავი წიგნი ილუსტრაციებით).-თბ.,2021.-ტ.2.-გვ.193.
25.ვანის ქვაბები //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.191-192.
26.ვანის ქვაბები //ბერიძე. მ. ტაძრები და სახელები.-თბ.,2010.-გვ.22-27.
მდებარეობა, ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა, წარწერები, ტოპონიმები.
 
 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა