საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

დიდი მიტარბის ეკლესია (ბორჯომის რ-ნი)

1.გუჯარეთი.-თბ.,1987.-გვ.40-41.
სოფელ დიდი მიტარბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ვრცელი ხუროთმოძღვრული აღწერილობა და აგების თარიღის განსაზღვრა. აღნიშნულია: ძეგლის სამხრეთი შესასვლელის დიდი არქიტრავის ქვა, სოფლის ქვემო უბნის სასაფლაოზე ნაგები ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, ყოჩის ქანდაკება, რომელსაც ზურგზე ეკლესია ადგას და სოფ. სამხრ.-აღმ.-ით შემორჩენილი ნაეკლესიარი - "მაცხოვარი". მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონი. ტექსტს ერთვის ტაბ.XXX-XXXIII (ფოტოები: ვ. ჯიშკარიანის, მ. გიორგობიანისა და ლ. ჭურღულიასი).
2.მაკალათია ს. ბორჯომის ხეობა.-თბ.,1957.-გვ.22.
მოკლე ცნობა მიტარბისა და რუისის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიათა შესახებ.
3.დიდი მიტარბი//გოგოლაძე თ. ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები(გზამკვლევი).–თბ.,2014.–გვ.103.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა