საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

დულუზაურები (თიანეთის რ-ნი)

1.რამიშვილი რ. ჯორბენაძე ბ. ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო სამუშაოების შედეგები // მაცნე: ისტორიის...სერია.-1978.-N1.-გვ.159.
სოფ.დულუზაურების განაპირას მდგარი კოშკის, ეკლესიისა და გალავნის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
2.დულუზაურები //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.378-379.
სოფ. დულუზაურების ხუროთმოძღვრული ძეგლების: კვირიას ეკლესიის კომპლექსის (მდებარეობს სოფლის სამხრ.-ით, კომპლექსში შედის: დარბაზული ტიპის, განვითარებული შუა საუკუნეების, შირიმის ქვით ნაგები, ძლიერ დაზიანებული ეკლესია; მოგვიანებით მიშენებული, გეგმით სწორკუთხა კარიბჭე; გვიანდელი შუა საუკუნეების, მთლიანად დანგრეული, ზურგიანი კოშკი; ტეხილი ფორმის, თითქმის მთლიანად დანგრეული გალავანი), მთავარანგელოზთა სახ. ეკლესიის (დგას სოფლის სამხრ.-დას.-ით, მთის ფერდობზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, ძლიერ დაზინებულია, აღნიშნულია XX საუკუნეში აგებული აგურის ოთხწახნაგა სამრეკლო) ვრცელი ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია კომპლექსის გეგმა, კვირიას ეკლესიის განაკვეთის სქემატური ჩანახატი, სწორკუთხა კოშკის I და II სართულების გეგმები.
2.ისტორიული ძეგლები ივრის ხეობის ზემო წელზე //პატურაშვილი თ. ისტორიული კახეთი.-თბ.,2005.-გვ.21.
მოკლე ინფორმაცია ძლიერი ციხესიმაგრისა (არხალის ციხე) და ბაზილიკის ტიპის, სავარაუდოდ, მერვე საუკნით დათარიღებული (მოლამურის)ეკლესიის შესახებ.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა