საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

პარეხთას მონასტერი (თურქეთი)

1.პარეხთას მონასტერი //ჯობაძე ვ. ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში.-თბ.,2007.-გვ.65-69.
პარეხთას მონასტრის მდებარეობა, სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული აღწერილობა, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" და "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", როგორც ძეგლის
შესწავლის წყარო. ეკლესიის აგების თარიღი. ტექსტს დართული აქვს ზდა და ქვედა ეკლესიების გეგმები და ტაბულები (56-61).
2.წმ. გრიგოლ ხანძთელი და საქართვლოს "სინაი", ანუ კლარჯეთის თორმეტი სავანე: პარეხთა (ბერთისა პარეხნი) //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი.-თბ.,2004.-გვ.55-59.
პარეხთას სამონასტრო კომპლექსის (ციკლოპური ქვებით ნაშენი დიდი დარბაზის ნანგრევი, ფერადი ქვით აგებული ბაზილიკა, ორი წყვილი ბაზილიკა, მართკუთხა მოხაზულობის ეკლესია, კლდეში გამოკვეთილი პატარა საყდარი)მდებარეობა, მის შესახებ არსებული ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროების მიმოხილვა, მეცნიერთა მოსაზრებები ეკლესიის დაარსების თარიღისა და ქტიტორის ვინაობის თაობაზე. მოხსენიებულნი არიან: ნ.მარი, პ.ინგოროყვა, ვ.ჯობაძე. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (ფოტოები, ტაბ.1,2).
4.პარეხთა //კალანდია გ. ქართველები მსოფლიო ისტორიაში ტ. 3.-თბ.,2021.-გვ.39.
მონასტრის მდებარეობა, მოკლე ისტორია და სამლოცველოს ნუსხური წარწერა. ტექსტს ახლავს ფერადი ფოტომასალა.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა