საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ვალეს ეკლესიები (ახალციხის რ-ნი)

1.გაბაშვილი ს. პორტალები ქართულ არქიტექტურაში.-თბ.,1955.-გვ.10-13;გვ.20-21.
X საუკუნით დათარიღებული ძეგლის სამხრეთი და დასავლეთი შესასვლელების აღწერილობა.
2.ვალე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.IV.-1979.-გვ.281.
მოკლე ცნობა ვალეს ღვთისმშობლის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკის შესახებ.
3.ზაქროშვილი ს. სოფელ ვალეს ისტორიისათვის //ძეგლის მეგობარი. კრ.58.-1981.-გვ.65-70.
ლეგენდები, ხალხური თქმულებები და ისტორიული ცნობები სოფ. ვალესა და მისი ეკლესიის დაარსების შესახებ.
4.ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.-თბ.,1977.-გვ.45-46.
X საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურული დახასიათება.
5.მეფისაშვილი რ. ვალეს ტაძარი და მისი აღმშენებლობის ორი ძირითადი პერიოდი //ქართული ხელოვნება.3.-1950.-გვ.25-52.
ე.წ. "მართკუთხედში ჩაწერილი ჯვრის" გეგმით (X-XI სს.)აგებული სამეკლესიანი ბაზილიკის აღწერილობა.
6.სილოგავა ვ. ვალე-ახალციხე.-1997.
ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
7.სილოგავა ვ. სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ //მრავალთავი.-1983.-გვ.279-282.
ვალეს ტაძრის სამხ. ბოძზე სამ სვეტად ამოკვეთილი ძეგლის მეორედ ამშენებლის - დედისიმედის წარწერის ანალიზი.
8.ვალე. ღვთისმშობლის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო.(V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.282-284.
ვალეს ეკლესიის სამკვეთლოსა და სადიაკვნეს X საუკუნის, აღმ. და სამხ. ფასადების წარწერების აღწერილობა და ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ექვ.თაყაიშვილი, რ.მეფისაშვილი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.108).
9.კათოლიკეთა ეკლესია //ჭიჭინაძე ზ. სამცხე-საათაბაგო.-ტფ.-1905.-გვ.30-32.
სოფ. ვალეს კათოლიკეთა ისტორიისა და სოფლის სხვა ტაძრების შესახებ.
10.ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში.-თბ.,1992.-გვ.156-164.
ეკლესიის წარწერებისა და მხატვრობის ანალიზი, ძეგლის შესახებ არსებული ხალხური გადმოცემები, ქანდაკებებისა და ჩუქურთმების აღწერილობა. ცნობები ეკლესიის მახლობლად მდებარე ჯვრის ეკლესიისა და ძველი ხიდის ნანგრევებზე.
11.ვალეს ძველი ეკლესია //ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრული დახასიათება.-თბ.,1970.-გვ.43-46.
X საუკუნის ეკლესიის მოკლე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.
12.ვალე //ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული.-თბ.,1998.-გვ.217.
მოკლე ცნობა X საუკუნის, უხვად მორთული გუმბათიანი ეკლესიის შესახებ (XVI საუკუნეში უგუმბათოდ აღუდგენიათ და სამნავიან ეკლესიად გადაუკეთებიათ). ტექსტს დართული აქვს ჩრდ.-აღმ.-ითი პასტოფორიუმის სარკმლის თავსართის ფოტო.
13.ვალეს ეკლესია - აღორძინების გზაზე //გაზ. "საბა".-1997(აპრ.-მაისი).-გვ.15.
კათოლიკური ეკლესია ვალეში დღეს.
14.სოფელი ვალე //საქართველსო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლწები.-თბ.,2010.-გვ.243-245. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
ღვთისმშობლის სახ. მოკლე სამნავიანი ეკლესიის შესახემ-მოკლე ცნობა. ტექსტს ერთვის ძეგლის დეტალების ფოტოები.
15.ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია //არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში. ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი.-თბ.,2012.-გვ.82.
ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები
16.ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია//კობაიძე ლ. ვალეს გვარსახელები. ფიცხოვის ხეობის ანთროპონომია "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით".-ახალციხე.,2015.-გვ.5-6.
17.ვალეს ეკლესია //ხარაძე კ. სამცხის ბუნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბილისი.,2016.-გვ.28-30.
ვალეს სამნავიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტო.

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა