საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

იტრიის სამონასტრო კომპლექსი (ხაშურის რ-ნი)

1.გვასალია ჯ. ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. კრ.VII.-თბ.,1989.-გვ.31.
მოკლე ცნობები იტრიის სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილი ნაგებობების (სამნავიანი ეკლესია, სწორკუთხა გალავანი, კოშკი) შესახებ.
2.იტრია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.434-436.
კოშკის, ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის შიდა სივრცის, ფასადების, შემკულობისა და სამრეკლოს აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს კოშკის, გალავნის, სამრეკლოს, ტაძრის სქემატური ჩანახატები. ტაძრის ამგებად მოხსენიებულია კათალიკოსი დოროთეოსი (XVI ს.)
3.ქართლი //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.15-18.
XVI საუკუნის იტრიის ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკური ტიპის ეკლესიის აღწერილობა. ტექსტს ერთვის ეკლესიის გეგმა, განივი განაკვეთი, ფასადების სქემები. სურ.7-9; ტაბ.8-13.
4.ურბნისისა და რუისის ეპარქია: იტრიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი: დედათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.127-128.
XVI საუკუნეში დაარსებული ტაძრის ისტორია, განახლების ეტაპები, სარემონტო სამუშაოების შედეგები, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: დოროთეოზ III (XVI ს.), ბეჟან ჩხეიძე (XVII ს.), მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), მონაზონი პელაგია (მთვარაძე) და სხვები . ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.
5.ხაშურის რაიონის ისტორიული ძეგლები //გოგოლაძე გ. ხაშურის რაიონი: გზამკვლევი.-თბ.,1970.-გვ.19.
მოკლე ცნობა იტრიის ღვთისმშობლის სახ. ბაზილიკური ეკლესიის შესახებ.
6.ლაცაბიძე თ., ლაცაბიძე თ. იტრია .-ხაშური.-2010.-177 გვ.
ისტორიული წყაროები მონასტრის შესახებ; მხატვრულ-არქიტექტურული აღწერილობა; მშენებლობის ეტაპები; მონასტრის როლი ქვეყნის სასულიერო და საერო ცხოვრებაში; სიძველეთა აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან:დოროთეოზ კათალიკოსი, მამა ისიდორე კვიჟინაძე, ვ. ბერიძე, ექვ. თაყაიშვილი. ტექსტს ერთვის მდიდარი ფოტომასალა.
7.ლაცაბიძე თ.,ლაცაბიძე თ., იტრიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი.-ხაშური.-2012.-50 გვ.
იტრიის სამონასტრო კომპლექსის ისტორია და არქიტექტურულ-მხატვრული თავისებურებანი. მოხსენიებულნი არიან: დოროთეოზ კათალიკოსი, გ.ავალიშვილი, ექვთ.თაყაიშვილი, ვ.ბერიძე. ტექსტს ახლავს ნახაზები და ილუსტრაციები.
8.იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი //ხაშურის რაიონი. გზამკვლელი.–ხაშური.,2016.–გვ.158–162.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა