საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

კარბის ძეგლები (გორის რ-ნი)

1.კოშკები: კარბი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.174-175.
სოფ.კარბში შემორჩენილი კოშკების მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება და დათარიღება.
2.ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამუდული კოშკები: კარბი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.433-434. ცილინდრული კოშკები: კარბი.-გვ.471-472.
XVII საუკუნით დათარიღებული პირამიდული და ცილინდრული კოშკების არქიტექტურული დახასიათება. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.223; ტაბ.178).
3.კარბი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.თბ.,1990.-გვ.75-76.
მოკლე ცნობები სოფ. კარბის მატერიალურ-კულტურული ძეგლების შესახებ (XVII-XVIII საუკუნეების გნოლიძეების, XV-XVI საუკუნის დავითაშვილებისა და XVIII საუკუნის ხუბაშვილების ციხეები; XVII-XVIII საუკუნის პირამიდული და ცილინდრული ტიპის კოშკები; ღვთისმშობლის, წმინდა მარინესა და წმინდა სამების სახ. ეკლესიების აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლების გეგმები და განაკვეთები.
4.მეგრელიძე ი. წარწერები და სხვა სიძველეები პატარა ლიახვის ხეობაში //მაცნე.-1963.-N5.-გვ.210-211.
სოფ. კარბის სამების ეკლესიის წარწერების ანალიზი. მოხსენიებულია სოფელში მდებარე ღვთისმშობლისა და წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიები.
5.კოშკები //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.ტ.I.-თბ.,1983.-გვ.177-180.
მოკლე ცნობები კარბის კოშკის შესახებ. ტექსტს ერთვის კოშკის სართულების გეგმა.
6.კარბის წმ. მარინეს ეკლესია. წმ. სამების ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.მ,2011.-გვ.104-107.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა