საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

კვიპროსის ქართული ძეგლები

1.მიქაბერიძე ა. კვიპროსის კუნძულის ივერთა სიძველენი //ჯვარი ვაზისა.-1985.-N1.-გვ.48-49.
1984 წელს კვიპროსში აღმოჩენილი ორი ქართული მონასტრის ნანგრევის (პაფოსის რეგიონში ღალიად (ჟალიად) წოდებული და ნასოფლარ აღამონოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია)აზომვისა და შესწავლის შედეგები. ძეგლების არქიტექტურული ფორმების დახასიათება.
2.ჯობაძე ვ. შენიშვნები კვიპროსზე ქართული მონასტრის ჟალიას (ღალიას) შესახებ //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიისა და... სერია.-1987.-N4.-გვ.167-179.
კვიპროსზე მდებარე ქართული სავანის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მომოხილვა, ძეგლის ნანგრევებში აღმოჩენილი ქართული წარწერების ანალიზი, ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
3.ჟალია //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.VIII.-თბ.,1984.-გვ.239.
მოკლე ცნობები კიპროსის ქართული მონასტრის-ჟალიას (ღალიას) შესახებ.
4.კვიპროსი. ღალიას მონასტერი //ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში.-თბ.,2006. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
წერილობითი წყაროებში პირველად XI-XII საუკუნებში მოხსენიებული ღვთისმშობლის სახ. მონასტრის ნაგებობების სტრუქტურისა და მინაშენების თანამიმდევრობის თაობაზე. ტექსტს ერთვის მდიდარი ფოტომასალა.
5.გიგინეიშვილი ო. კვალი კვიპროსისაკენ მიდის //გაზ. "კომუნისტი".-1963(6 იანვ.).-გვ.4.
საქართველოსა და კვიპროსს შორის არსებული კულტურული ურთიერთობის კვალის ძიება.
6.მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) ქართული ცრემლი და ახალი სასწაული კვიპროსის მიწაზე //თბილისი.-2001(26 ივლ.).-გვ.5.
ინტერვიუ ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოს მეუფე დიმიტრისთან საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის კვიპროსში ვიზიტის გამო.
7.ლეონიძე გ. შევკრიბოთ ქართული ეტრატის დაფანტული ფურცლები //გაზ. "კომუნისტი".-1963(16 იანვ.).-გვ.4.
გამოხმაურება ო. გიგინეიშვილის წერილზე "გზა კვიპროსისაკენ მიდის".
8.მახათაძე მ. ტრაგიკული ნაკვალევის კვალდაკვალ //გაზ. "ქუთაისი".-1963(5 მაისი).
გამოხმაურება ო. გიგინეიშვილის წერილზე.
9.ცერაძე თ. ერთი ფაქტი ქართული სამწიგნობრო კერათა ურთიერთობის ისტორიიდან //ანამკი.-2002.-გვ.246-262. რეზ. ინგლ. ენაზე.
ქართული სავანეები კვიპროსის მიწაზე.
10.ცისკარიშვილი ს. თქვენ ხომ გცალიათ, ბატონო ათინოდოროს? //ლიტერატურული საქართველო.-1987(20 მარტი).-გვ.9.
XVI საუკუნის ქართული ეკლესიის ნანგრევები კვიპროსში. ღალიას მონასტრის ნაშთის მიკვლევა საქართველოს დელეგაციის მიერ.
11.ლაჭყებიანი ს. ქართველები კვიპროსზე //ჟ. უფლის ციხე.-2011.-N1.-გვ.78-85. რეზ. ინგლ. ენაზე.
ღალიის მონასტერი - კულტურულ-რელიგიური ცენტრი; მონასტერი კვიპროსულ და დასავლურ წყაროებში; ქართველები კვიპროსის მიწაზე; კვიპროს-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის შესახებ; ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია კვიპროსში; აღნიშნულია მაზოტოს რაიონის სოფ. ალამინოს წმინდა გიორგის სახ. ქართული ეკლესიის მცირე ნაშთი. მოხსენიებულნი არიან: იოანე ციკნოპულოსი-კვიპროსის ეკლესიის მკვლევარი, ნიკოლოზ დვალი, დეკანოზი ზაქარია ფერაძე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, მამა ანდრია სხილაძე, მამა დავით მაღლაფერიძე, თბილისის ჯვრის მონასტრის გალობის რეგენტი გიორგი ფრანგიშვილი. ტექსტს ერთვის ფოტოები.
12.ღალიის მონასტერი //მინდორაშვილი დ. საქართველოს არქეოლოგია 11-111. განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეები.-ბათუმი.,2015.-გვ.162-172..
არქეოლოგიური ცნობები კუნძულ კვიპროსზე არსებული ქართული მონასტრის ნანგრევების შესახებ. ტექსტს ახლავს ფოტომასალა.
13.ღალიას მონასტერი //გრძელიშვილი ნ. რელიგიური ტურიზმი.-თბ.,2018.-გვ.218-220.
14.კვიპროსი ღალიას ქართველთა მონასტერი Xს. //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა 2014-2015.-თბ.,2015.-გვ.67.
15.ღალიის ქართველთა მონასტერი //კალანდია გ. ქართველები მსოფლიო ისტორიაში ტ.14.-თბ.,1921.-გვ.16-23.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა