საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ლეკნარის მონასტერი (ამბროლაურის რ-ნი)

1.ბერაძე თ. რაჭა.-თბ.,1983.-გვ.119-122.
ლეკნარის (მთის)წმინდა გიორგის სახელობის ერთნავიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული და მხატვრული აღწერილობა .ძეგლთან დაკავშირებული ისტორიული მასალის მიმოხილვა.ასომთავრული და ნუსხახუცურით შესრულებული წარწერების მიმოხილვა, მათი სავარაუდო დათარიღება.მოხსენიებულნი არიან: გ. ბოჭორიძე, ფრანგი მოგზაური გამბა.ტექსტს ახლავს ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის ფოტო.
2.დვალი მ. ლეკნარის წმ. გიორგის ეკლესია //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა VII სამეცნიერო კონფერენცია 1956 წლის 21-31 მაისს მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1956.-გვ.61-62.
ქვემო რაჭის ნაქერალას მთის მახლობლად მდებარე დარბაზული ტიპის ეკლესიის მხატვრულ-არქიტექტურული ანალიზი, ძეგლის დათარიღება.
3.ლეკნარი //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II: დასავლეთ საქართველოს წარწერები.ნაკვ.I(IX-XIII ს.).-თბ.,1980.-გვ.48-49; გვ.94.
მოკლე ცნობა ლეკნარის წმინდა გიორგის სახ. ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე ამოკვეთილი, X-XI საუკუნის წარწერის განხილვა. მოხსენიებულია მ.დვალი. მოცემულია საილუსტრაზიო მასალა (სურ.41).
4.დვალი მ. ლეკნარის წმინდა გიორგის ეკლესია //ძეგლის მეგობარი.-1968.-გვ.155-156.
ძეგლის ხუროთმოძღვრული აღწერილობა და აგების თარიღი.
5.ლეკნარის მონასტერი //გობეჯიშვილი ვ. რაჭის მონასტრები.თბ.,2006.-გვ.38-40.
IX-X საუკუნეებში აგებული ლეკნარის მონასტრის მოკლე ისტორია. ტექსტს ერთვის ნანგრევების სახით შემორჩენილი ტაძრის ფოტო.
6.რაჭის ხუროთმოძღვრება //დვალი ირ. ჩვენი რაჭა.-თბ.,2006.-გვ.50-66.
მთის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მოკლე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
7.მთის წმინდა გიორგის მონასტერი //ჟღენტი ნ. მთის წმ.გიორგის მონასტერი (ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა).-თბ.,2023.-გვ.5-631.
8.მთის წმ. გიორგის მონასტერი //საერთაშორისო კონფერენცია"არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა-ტენდენციები და გამოწვევები"26-28 სექტემბერი, 2019.-თბ.,2020.-გვ.431-440.
 
 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა