საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

მანავის კომპლექსი (საგარეჯოს რ-ნი)

1.ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1961.-გვ.111-112.
მანავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისა და ციხის ეკლესიების წარწერების ანალიზი.
2.ელერდაშვილი ა. მანავის ღვთისმშობლის ეკლესია //ივრის განთიადი(საგარეჯო).-1966(5 დეკ.).
მანვის ტაძრის არქიტექტურული აღწერილობა და აგების ისტორია. მოხსენიებულია ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი ექვთიმე.
3.ციხეები და ციხე-დარბაზები: მანავი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1969.-გვ.96-102.
ფეოდალური კახეთის უკანასკნელი პერიოდის ციხესიმაგრის, მანავის ეკლესიის ნანგრევების აღწერილობა და დათარიღება.
4.მანავის ღვთისმშობელი //გენგიური ნ. კუპელჰალე.-თბ.,2005.-გვ.94-99; გვ.154-156.
1795 წელს აგებული ტაძრის ხუროთმოძღვრული (გარე მოცულობა, შიდა სივრცე, მხატვრული ფორმები) აღწერილობა, წარწერათა პალეოგრაფიული ანალიზი. ძეგლის ამგებად მოხსენიებულია დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი ეფთვიმე. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები.
5.ციხეები და ციხე-დარბაზები: მანავი //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი.-თბ.,1962.-გვ.34-40.
ეკლესიის და ციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის მანავის ციხის ნანგრევების სამი ფოტო.
6.შუაფეოდალური ეპოქის ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (X-XV სს.): მანავი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველსი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.184-185.
მანავის ციხესიმაგრის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა; გეოგრაფიული გარემო. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილი. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (ტაბ.64,65).
7.მანავი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI.-თბ.,1983.-გვ.401.
მოკლე ცნობები მანავის მატერიალური კულტურის ძეგლებზე.
8.კახეთი //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.149-153.
მანავის გუმბათოვანი ეკლესიის აგების თარიღი წარწერების ანლიზის საფუძველზე, შიდა სივრცის პროპორციათა და მხატვრული დეკორის თავისებურებანი. ტექსტს ერთვის ფოტომასალა(სურ.132-136;ტაბ.205-210.
9.ციხესიმაგრეები მანავი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.101.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ციხის შესახებ, მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
10.მანავის ეკლესია //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება-თბ.,1974.-გვ.174.
ზუსტად დათარიღებული, ძველი ქართული გუმბათოვანი ეკლესიების ერთ-ერთი უკანასკნელი ნიმუშთაგანის - მანავის ეკლესიის მოკლე აღწერილობა. მოცემულია ძეგლის ზომები. ტექტს ახლავს ვ.ბერიძის ნახატი.
11.მანავი: ღვთისმშონლის ეკლესია, 1794 წ. //ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში.-თბ.,2006. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტ ეფთიმის მიერ 1794 წელს აგებულ ეკლესიაზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგები. ტექსტს ერტვის ფოტომასალა.
12.ელერდაშვილი ალ. მანავის ღვთისმშობლის ეკლესია //გაზ. "ივრის განთიადი"(საგარეჯო).-1966(5 დეკ.).
ძეგლის ისტორიული მიმოხილვა.
13. მანავის ციხე და ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.117. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
14.მანავის ციხე //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.224-225.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა