საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ყუმის ეკლესია (საინგილო)

1.მარჯანიშვილი გ. ჰერეთი.-თბ.,2005.-გვ.31-32.
სოფ.ყუმის შვერილაფსიდიანი, სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევების მოკლე აღწერილობა, პარალელები ვაზისუბნის ეკლესიასთან, აგების სავარაუდო თარიღი.ტექსტს ერთვის ტაბ.(გვ.III).
2.ყუმი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.X.-თბ.,1986.-გვ.662-663.
სოფ.ყუმში შემორჩენილი ქართული ეკლესიების მოკლე აღწერილობა.
3.ედილი ზ. საინგილო.-თბ.,1970.-გვ.159-161.
სოფ.ყუმის ძველებური ქართული აგურით აგებული ბაზილიკური ეკლესიის აღწერილობა. აღნიშნულია საყარაულო მთაზე ნაშენი კასრის საყდრად წოდებული პატარა ეკლესია, წმ. ბარბარეს სახ. ეკლესიის ნანგრევები; მოცემულია შემორჩენილი საეკლესიო ნივთების ნუსხა.
4.ყუმის ბაზილიკა //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.126. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
5.ყუმის ტაძარი //კალანდია გ. ქართველები მსოფლიო ისტორიაში ტ.8.-თბ.,2021.-გვ.67.
ყუმის სამნავიანი ბაზილიკის კომპოზიცია და სივრცობრივ-ხუროთმოძღვრული ანალიზი.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა