საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ნაკურალეშის ეკლესია (ცაგერის რ-ნი)

1.დასავლეთი საქართველო //ბერიძე ვ. XVI-XVIII საკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.184-186.
სოფ.ნაკურალეშის მხატვრობის დათარიღება შემორჩენილი ფრესკების ანალიზის საფუძველზე.
2 ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ. ლეჩხუმი.-თბ.,1983.-გვ.63-65.
ნაკურალეშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის არქიტექტურისა და მხატვრობის სიუჟეტური ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბაგრატიონი, გაბრიელ ჭყონდიდელი და კაცია ჩიქვანი, გიულდენშტედტი. ტექსტს ერთვის ფოტოები (ტაბ.XXXVII-XL. ავტ.:რ.მეფისაშვილი, ფ.გინგელდორფი).
2.ნაკურალეში //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.VII.-თბ.,1984.-გვ.304.
მოკლე ცნობები სოფ.ნაკურალეშის ორი ეკლესიის შესახებ.
3.ნაკურალეში //ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული.-თბ.,1998.-გვ.214-215.
ქტიტორთა სიმრავლით გამორჩეული ნაკურალეშის ერთნავიანი ეკლესიის მოხატულობის აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს სქემები.
4.ნაკურალეში: წმ. გიორგის ეკლესია. არქიტექტურისა და ფრესკების კონსერვაცია, XVII ს. //ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში.-თბ.,2006. ტექსტი ქართ. და ინგ. ენებზე.
ნაკურალეშის XVI საუკუნის დარბაზული ეკლესიის ფრესკების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგები. ტექსტს ერთვის ფოტომასალა.
5.ნაკურელაშის ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.204. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა