საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ნიკორწმინდა (ამბროლაურის რ-ნი)

1.ქებათა ქება ნიკორწმინდას //ტაბიძე გ. რჩეული.-თბ.,1973.-გვ.491-493.
2.ალადაშვილი ნ. ნიკორწმინდის რელიეფები. ფასადების სკულპტურის შესახებ შუა საუკუნეების საქართველოში.-თბ.,1957.
ნიკორწმინდის ტაძრის რელიეფების აღწერილობა და სტილისტური ანალიზი.
3.ალავიძე მ. რას ნიშნავს "ნიკორწმინდა" //ქუთაისი.-1978.-23 ნოემბერი.
X-XI საუკუნეების ტაძრის სახელწოდების -"ნიკორწმინდა"- ეტიმოლოგიურ-გრამატიკული ანალიზი.
4.ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1961.-გვ.262-264.
ნიკორწმინდის დეკორატიული მორთულობის დახასიათება.
5.ბადრიძე მ. მცირე შენიშვნები ნიკორწმინდის სააღმშენებლო წარწერაზე //მნათობი.-1961.-N6.-გვ.181-183.
ძეგლის აგების ზუსტი თარიღის გამო.
6.ზოგი რამ რაჭის არქიტექტურული ძეგლების შესახებ //ბერაძე თ. რაჭა.-თბ.,1983.-გვ.108-135.
ნიკორწმინდის ტაძრის ვრცელი ხუროთმოძღვრული აღწერილობა, ლაპიდარული წარწერებისა და მხატვრობის იკონოგრაფიული ანალიზი.
7.ბერიძე ვ. ნიკორწმინდა.-თბ.,1959.
ნიკორწმინდის მოხატულობის დახასიათება.
8.ნიკორწმინდა //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.61-63.
ნიკორწმინდის ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, აგების თარიღი.
9.ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები.-თბ.,1994.-გვ.92-122.
წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესიის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება, მხატვრობისა და წარწერების ანალიზი, სიძველეთა აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლის ცხრა ფოტო (სურ. 33–43).
10.ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. ნიკორწმინდა //საქართველოს მუზეუმის მოამბე.ტ.V.-ტფ.,1930.-გვ.192-222.
წმ. ნიკოლოზის სახ. ნიკორწმინდის ეკლესიის ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტაძარში შემორჩენილი მხატვრობისა და წარწერების ანალიზი, აგების სავარაუდო თარიღი. მოხსენიებულნი არიან: მ.ბროსე, პ.უვაროვა, თ.ჟორდანია, ს.კაკაბაძე, ნ.კონდაკოვი.
11.ალადაშვილი ნ. ნიკორწმინდის ტაძარი //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXI სამეცნიერო სესია 1966 წლის 31 მაისს-1 ივნისს. მოხსენებათა თეზისები და მუშაობის გეგმა.-თბ.,1966.-გვ.14-15.
ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურული ანალიზი.
12.ალადაშვილი ნ. ესქატოლოგიური თემა განვითარებული შუა საუკუნეების ქართულ სკულპტურაში //ძეგლის მეგობარი.-1996.-N1/92.-გვ.8-12.
ნიკორწმინდის ტაძრის სამხრეთ ფასადის ფრონტონში გამოქანდაკებულ ქრისტეს მეორედ მოსვლის კომპოზიციის ანალიზი და მისი ანალოგი კაბადოკიაში მდებარე გიულუ დერეს ეკლესიაში.
13.ორნამენტული დეკორი (X-XII საუკუნეები) //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-1971.-გვ.248-252.
ტაძრის დეკორატიული მორთულობის ანალიზი.
14.ანდღულაძე ნ. ნიკორწმინდა //ექო.-1973.-N1.-გვ.25-26.
ნიკორწმინდის ტაძრის ჩუქურთმების შესახებ.
15.ბერაძე თ. რაჭა ფეოდალურ ხანაში //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები.V.-თბ.,1975.-გვ.149-150.
მოკლე ცნობები ტაძრის შესახებ.
16.ბაქრაძე ნ. ნიკორწმინდის მონასტრის მეურნეობა //თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტი. ასპირანტთა სამეცნიერო შრომების კრებული.ტ.I.-თბ.,1950.-გვ.25-34.
ნიკორწმინდის "დაწერილის" (XI საუკუნის ხელნაწერი)მიმოხილვა.
17.გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში.ტ.I.-თბ.,1962.-გვ.131.
მოკლე ცნობა ნიკორწმინდის ტაძრის შესახებ.
18.დვალი მ. ნიკორწმინდა-რა გაკეთდა 1991 წლის მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ //ძეგლის მეგობარი.-1996.-N1/92.-გვ.13-17.
ნიკორწმინდის ტაძრის აღდგენისათვის ჩატარებული მუშაობის შედეგები.
19.თოდუა ნ.და სხვ. ნიკორწმინდის ტაძარი //ძეგლის მეგობარი.კრ.76.-1987.-გვ.39-42.
ტაძარზე გავრცელებული ბიოტური ეროზიის გამომწვევ მცენარეებსა და მათი ლიკვიდაციის შესახებ.
20.კაკაბაძე ს. ნიკორწმინდა //საისტორიო კრებული .წ.IV.-ტფ.-1929.-გვ.102-106.
ტაძრის წარწერების, მხატვრობისა და აქ დაცულ სიძველეთა შესახებ.
21.მერკვილაძე ს. წერილი რაჭიდგან //ივერია.-1902(5ოქტ.).-N211.-გვ.2-3.
ცნობა ტაძარში დაცულ სიძველეებზე.
22.მოარული. სოფ.ნიკორწმინდა //ივერია.-1891(7სექტ.).-N190.-გვ.3.
მოკლე ცნობა სოფ.ნიკორწმინდასა და ტაძარზე.
23.მაცულევიჩი ლ. ნიკორწმინდა და მისი ადგილი საქართველოს კულტურაში //ენიმკის მოამბე.ტ.III.-1938.-გვ.25-49.
ძეგლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, ცხოველთა გამოსახულებიანი რელიეფების ანალიზი.
24.ნიკორწმინდა //ძველი აქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო).-თბ.,1987.-გვ.51-53.
1014 წელს აგებული ნიკორწმინდის ტაძრის ხუროთმოძღვრების, შემკულობისა და გუმბათის დეკორის თაობაზე.
25.ნიკორწმინდა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტVII.-თბ.,1984.-გვ.435.
გუმბათოვანი ტაძრის ფორმებისა და მხატვრული გაფორმების შესახებ.
26.ნიკორწმინდა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.81.
მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
27.სოფ.ნიკორწმინდა //ივერია.-1889(7აგვ.).-N174.-გვ.1.
ტაძრის შეკეთების თაობაზე.
28.საქართველოს სტიქიის დაზარალებული ძეგლები.-თბ.,1991.
მოკლე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ.
29.ნიკორწმინდა //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები.ნაკვ.I(IX-XIII სს.).-თბ.,1980.-გვ.54-55;98-103;168-170.
ნიკორწმინდის ტაძრის XI საუკუნის ბაგრატ მეფის წარწერის პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.154, 155).
30.ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.169-182.
ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ბერძნული წარწერების აღწერილობა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, ძეგლის აგების სავარაუდო დათარიღება.
31.ნიკორწმინდა //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.170-179.
ტაძრის ბერძნული წარწერების მიმოხილვა.
32.ჩაჩხუნაშვილი ც.ნიკორწმინდა.-თბ.,1968.-22გვ.
ბროშურა. ძეგლის დეკორატიული მორთულობისა და მხატვრობის განხილვა.
33.ჩაჩხუნაშვილი ც. ნიკორწმინდის ტაძრის ისტორიისათვის //ძეგლის მეგობარი.კრ.71.-1986.-გვ.23-24.
ცნობები ნიკორწმინდის ქტიტორის შესახებ.
34.ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.85-86.
ტაძრის არქიტექტურისა და გარე გაფორმების მოკლე აღწერილობა.
35.ჭელიძე რ. ჭელიძე შ. რაჭა.-თბ.,1971.-გვ.24-27.
ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძრის ხუროთმოძღვრებისა და დეკორატიული შემკულობის აღწერილობა.
36. ნიკორწმინდა //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.192-195.
ნიკორწმინდის ტაძარი-ხუროთმოძღვრება,შემკულობა, კედლის მხატვრობა. ტაძრის ამგებად დასახელებულია საქართველოს მეფე ბაგრატ III. ტექსტი ქართ. და ინგ. ენებზე. დართული აქვს ტაძრისა და დეტალების ფოტოები.
37.ბერიძე ვ. ხელოვნება (XI-XIIIსს.) //საქართველოს ისტორიის ნარკვევები.ტ.III.-1979.-გვ.487.
ნიკორწმინდის ტაძრის სიუჟეტიანი რელიეფების მოკლე აღწერილობა.
38.ნიკორწმინდა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.145.
ტაძრის გეგმისა და ფასადთა მორთულობა - ზოგადი მიმოხილვა. ტექსტს ახლავს ფოტოები (ტაბ.108-117).
39.ნიკორწმინდა //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.170-179.
XI საუკუნეში აგებული და XVI საუკუნეში განახლებული წმ.ნიკოლოზის სახ.ეკლესიის ქართული და ბერძნული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.
40.საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები (1991 წლის 29 აპრილისა და 15 ივნისის მიწისძვრის შედეგად): ნიკორწმინდა.-თბ.,1991.-გვ.40. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
XI საუკუნის გუმბათოვანი ტაძრის ხუროთმოძღვრულ ფორმათა და ფასადთა მორთულობის შესახებ. მოცემულია ძეგლის გეგმა, ფოტოები სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ.
41.ნიკორწმინდის მონასტერი //გობეჯიშვილი ვ. რაჭის მონასტრები.თბ.,2006.-გვ.16-18.
ნიკორწმინდის მონასტრის სამეურნეო საქმიანობის, "დაწერილის" (XI საუკუნის საბუთი-ანგარიშგება) და ტაძრის შესახებ არსებული სამეცნიერო და ისტორიული წყაროების მოკლე მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: მეფე ბაგრატ III, რაჭის ერისთავი რატი ლიპარიტის ძე, მისი შთამომავლები კახაბერისძენი (XI ს.), თ.ჟორდანია, ს.კაკაბაძე, გ.ბოჭორიძე, თ.ბერაძე, მ.ბერძნიშვილი. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
42.ნიკორწმინდა //რაჭა 1991: მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები.-თბ.,2008.-გვ.25. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
მოკლე ცნობა 1010-1014 წლებში აგებული გუმბათიანი ეკლესიის შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
43.აბუთიძე გ. ეშმაკი ღვთის სახლში // გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი".-1989(25 ივლ.).-გვ.7.
ნიკორწმინდის მოვლა-პატრონობაზე.
44.ალადაშვილი ნ. ნიკორწმინდა // გაზ. "ნორჩი ლენინელი".-1960929 ივლ.).
45.ბერიძე ვ. ქართული კულტურის ძეგლები // გაზ. "ლენინის დროშა"(ოზურგეთი).-გვ.1967(6 აპრ.).
46.მერძენიშვილი მ. ნიკორწმინდის "დაწერილი" // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან.34.-1962 .-გვ.25-42.
XI საუკუნის საბუთის გამო.
47.გუგუშვილი გ. ჟამი შენებისა - ნიკორწმინდის ეპარქია // მადლი.-1996(25 ოქტ.).-გვ.11-12.
48.თათრულაიძე ნ. კვლავაც იბრწყინებს საქართველოს ქებად ნიკორწმინდა! // საქართველოს რესპუბლიკა.-1991(11 ივლ.).-გვ.4.
აღდგენითი სამუშაოების შესახებ ნიკორწმინდის ეკლესიაში.
49.კერესელიძე აკ. ნიკორწმინდა - ჩვენი სიამაყე // გაზ. "კომუნიზმის დროშა"(ამბროლაური).-გვ.1970(30 ივნ.).
50.მეტრეველი თ. ბაცილა მოსათუთე ხელში // გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი".-1979(4 სექტ.).
ნიკორწმინდის მოვლა-პატრონობის გამო.
51.ფრუიძე ლ. იდეური აღზრდის სამსახურში // გაზ. "სოფლის ცხოვრება".-1980(15 ივლ.).-გვ.3.
ნიკორწინდაში ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შექმნის იდეის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: აკ. შანიძე , ი. ნონეშვილი, მ. ბერძენიშვილი, უ. ჯაფარიზე, მ. შენგელია.
52.ცაგუნავა მ. ქართული კულტურის ძეგლი - ნიკორწმინდა // გაზ. "ახალი სტალინელი".-1960(14 ოქტ.).
53.ჩიკვაიძე ლ. ნიკორწმინდა // გაზ. "ახალგაზრდა ჟურნალისტი".-1966.-N4.-გვ.11.
54.ჩხარტიშვილი ა. ნიკორწმინდა // ჟ. "პიონერი".-1963.-N3.-გვ.15.
55.ცირეკიძე ვ. აღადგინეს ძეგლები // გაზ. "კომუნისტი".-1975(12 ივნ.).-გვ.1.
XI საუკუნის ძეგლის - ნიკორწმინდის- აღდგენის თაობაზე.
56.ჭელიძე შ. ნიკორწმინდა // გაზ. "კომუნიზმის დროშა"(ამბროლაური, ცაგერი და ლენტეხი).-1963(16 ნოემბ.).
57.ჭელიძე შ. ნიკორწმინდა // რაეო.-1996(ნოემბ.).-გვ.13.
ძეგლის მოკლე აღწერილობა. ცნობილის ადამიანები და უცხოელი მოგზაურები ტაძრის შესახებ.
58.ჯანგიძე მ. ნიკორწმინდის ტაძარი // გაზ. "კომუნიზმის დროშა"(ამბროლაური).-1974(5 ნოემბ.).-გვ.3.
59.ნიკორწმინდა //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.-თბ.,2010.-გვ.291-295. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
ტაძრის მხატვრულ თავისებურებათა შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლისა და დეტალების ფოტოები.
60.მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. სოფელი ნიკორწმინდა //მწიგნობრობა ქართული. მრავალტომეული. ტ. 12. სასულიერო მწერლობა. ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. წიგნი 1.-თბ.,2011.-გვ.174-204.
მოკლე ინფორმაცია მეფე ბაგრატ მეოთხის მეფობის დროს აგებული ”კეთილ-დიდ-შენ” (ვახუშტი ბატონიშვილი) ტაძრის შესახებ. მოცემულია სიძველეთა: ჯვრების, ხატების, ხელნაწერების, გუჯარ-სიგელების აღწერილობა.
61.ნიკორწმინდა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.82. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მოცემულია მოკლე არქიტექტურული დახასიათება. აღნიშნულ
62.ნიკორწმინდას წმ. ნიკოლოზის ეკლესია //კეზერაძე მ. ეგზარქოსისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები.-ქუთაისი.,2005.-გვ.24.
1811-1917 წწ. ნიკორწმინდაში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.
63.რაჭის ხუროთმოძღვრება //დვალი ირ. ჩვენი რაჭა.-თბ.,2006.-გვ.50-66.
ძეგლის მოკლე ისტორია, ლაპიდარული წარწერების მიმოხილვა.
64.ნიკორწმინდა //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღიტრსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.69.
ტაძრის აგებისა და მაშენებელთა ვინაობის განსაზღვრა ქტიტორული წარწერის მიხედვით. მოხსენიებულინი არიან: ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III (1010-1014), იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565). ტექსტს ერთვის დას. ფრონტონის რელიეფის, სამხ ფრონტონია და ქტიტორული წარწერის, ტაძრის გუმბათის ფოტოები.
65.ნიკორწმინდა //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.205. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
66. განშტოება გარდამავალ პერიოდში (X-X1 საუკუნეების მიჯნა). ნიკორწმინდა // მოსულიშვილი ჰ. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების სტრუქტურა.-თბ.,2012.-გვ.79-82.
ნიკორწმინდის ტაძრის შიდა სივრცისა და გარე მოცულობის ანალიზი. ტექსტს ახლავს ნახაზები.
67.ნიკორწმინდა//მეტრეველი როინ. რაჭა. შტრიხები წარსულიდან.-თბილისი.,2013.-გვ.119-128.
ნიკორწმინდის ტაძრის არქიტექტურულ-მხატვრული თავისებურებანი. ტექსტს ახლავს ფოტომასალა.
68.ნიკორწმინდა//გველესიანი გ. საქართველოს ეკლესია-მონასტრები.-ქუთ.,2013.-გვ.59-60.
69.ნიკორწმინდა // საქართველოს ისტორია (საკითხავი წიგნი ილუსტრაციებით).-თბ.,2021.-ტ.2.-გვ.180.
არქიტექტურა, გეგმა, ინტერიერი.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა