საქართველოს ისტორიულ
ძეგლთა
ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
<< თავიდანჟებოტა (თიანეთის რ-ნი)
1.ბარდაველიძე ვ. დღიური //ენიმკის მოამბე.XI.-1941.-გვ.74.
სოფ.ჟებოტის ამაღლების სახ. ეკლესიისა და მის გვერდით აგებული გუმბათიანი სამრეკლოს მოკლე აღწერილიბა.
2.ჟებოტა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.VIII.-თბ.,1984.-გვ.245.
სოფ.ჟებოტას(მათურიაანთკარი) ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შემავალი ნაგებობების შესახებ.
3.ჟებოტა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.398-403.
მოკლე ცნობა სოფლის შესახებ. მოცემულია სოფლის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლების: ამაღლების სახ. ეკლესიის(მდებარეობს სოფლის ჩრდ.-ით, სასაფლაოზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დარბაზული ტიპის, ძლიერ დაზიანებული; აღნიშნულია ორსართულიანი სამრეკლო), ეკლესიის (დარბაზული ტიპის, გვიანდელი შუა საუკუნეების, დგას სასაფლაოზე), ეკლესიის (აგებულია სოლოსმანად წოდებულ ადგილზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დარბაზული ტიპის, შემორჩენილია ჩრდ. და აღმ. კედლების ნაწილები), ეკლესიის (ნასოფლარ იხინჭის მახლობლად აგებული, დარბაზული ტიპის, გვიანდელი შუა საუკუნეების, ძლიერ დაზიანებული), ეკლესიის (გვიანდელი შუა საუკუნეების, დარბაზული ტიპის, ძლიერ დაზიანებული ეკლესიის , ტყეში აგებული, შუა საუკუნეებით დათარიღებული, ძლიერ დაზიანებული), ლაშარის ჯვრის ნიშის (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, სახურავი ორფერდაა, ქვისაა), მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსის (მდებარეობს ნასოფლარ გორაკზე; კომპლექსსი შედის: გეგმით სწორკუთხა, ორსართულიანი, განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული ეკლესია, აღინიშნება კედლის მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტები; დას.-ით მდგარი, გვიანდელი შუა საუკუნეების, დარბაზული ტიპის, წმ. მარიამის სახ. ეკლესია, აღინიშნება ძლიერ დაზიანებული მოხატულობის ფრაგმენტები; გეგმით სწორკუთხა, ორსართულიანი სამრეკლო), საღირაანთ დიდი და მცირე ეკლესიების (დგას სოფლის ჩრდ.-ით, ამაღლებისგორაზე (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დაზინებულია), კოპალას ეკლესიის (დარბაზული ტიპის, დგას სოფლის დას.-ით, დათარიღებულია გვიანდელი შუა საუკუნეებით, ძლიერ დაზიანებულია), ჯუჯულის ხატის (დარბაზული ტიპის, გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესია; აღნიშნულია ეკლესიის თანადროული, გეგმით სწოორკუთხა კოშკი) ხუროთმოძღვრულ-მხატვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
4.Материалы по археологии Кавказа. Вып.X.-М.,1904.-С.7.
5.ჟებოტის ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.55. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
ხუროთმოძღვრული კომპლექსის მოკლე აღწერილობა(დარბაზული ეკლესია, ორსართულიანი კოშკი, სამლოცველო, სამრეკლო).
6.ჟებოტის ამაღლების კომპლექსი //საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები. საქართველო.-2015.,თბ.-გვ. 237.