საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ქსოვრისი (მცხეთის რ-ნი)

1.სიმაგრეები: ქსოვრისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.116-117//ზაქარაია პ. ქსნის ხეობის ციხე-სიმაგრეები //საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე.-XVI-В.-1950.-გვ.180-181.
ციხე-დარბაზის, პატარა ეკლესიისა და ცილინდრული კოშკის მოკლე აღწერილობა. ციხის აღმშენებლად (1712 წელი)მოხსენიებულნი არიან: ზურაბ რატიშვილი და მისი მეუღლე ანა სოლოღაშვილი.
2.ქართლი //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.122-123.
ქსოვრისის ხუროთმოძღვრულ ანსამბლის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ერთვის ფოტომასალა (სურ.104; ტაბ.144-147).
3.სიმაგრეები: ქსოვრისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.125-126.
ქსოვრისის ანსმბლის მოკლე დახასიათება. მოხსენიებულნი არიან: ანა სოლოღაშვილი, ზურაბ რატიშვილი.
4.მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ქსნის ხეობა.-თბ.,1968.-გვ.47-50.
ციხე-კოშკისა და კარის ერთნავიანი ეკლესიის კონსტრუქციულ-არქიტექტურული დახასიათება, ეკლესიის კედელზე შემორჩენილი წარწერის მოკლე მიმოხილვა.
5.ზაქარაია პ. არქიტექტურული ძეგლები სოფ.ქსოვრისში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.ტ.X.-1949.-N10.-გვ.635-642.
1712 წელს რატიშვილების მიერ სოფ.ქსოვრისში აგებული ერთნავიანი ეკლესიის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება და სამშენებლო წარწერის ანალიზი.
6.ქსოვრისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.X.-თბ.,1986.-გვ.566.
მოკლე ცნობა სოფ.ქსოვრისში შემორჩენილი XVIII საუკუნეში ნაგები ხუროთმოძღვრული კომპლექსის (ციხე-დარბაზი, ცილინდრული კოშკი, ოთხსართულიანი საბრძოლო კოშკი)შესახებ.
7.თელოვანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.316-318.
სოფ. ქსოვრისის მოკლე ისტორია, თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესიისა (აგებულია სოფლის აღმ.-ით, თარიღდება VIII-IX საუკუნეებით, შემორჩენილია IX-X საუკუნეების ძლიერ დაზიანებული მოხატულობის ფრაგმენტები, რესტავრაცია ჩაუტარდა 1952-1954 წლებში)და ციხე-დარბაზის (მდებარეობს სოფლის ცენტრში, დათარიღებულია XVIII საუკუნით), გალავნის (გეგმით ოთხკუთხედი, სამიარუსიანი, ოთხსართულიანი კოშკით), დარბაზული ტიპის ეკლესიის (აგებულია გალავნის სამხ.-დას.-ით, შემორჩენილია სამშენებლო , მხედრული წარწერა)ვრცელია ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოხსენიებულია ვ.ცინცაძე. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
8.ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2002.-გვ.55.
1712 წელს ზურაბ რატიშვილისა და მისი მეუღლის -ანა სოლოღაშვილის მიერ აგებული ეკლესიის მშენებლობისა და სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: წილკნელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი), ე. კანდელაკი, არქ. რ. ცხადაძე.
9.ქსოვრისის ციხე-დარბაზი და ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.125. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
10.ქსოვრისი //ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია. საქართველოს ისტორიის პალიტრა. თხუთმეტტომეული.-თბ.,2002.-ტ.9.-გვ.242.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა