საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ქვემო ჭალა (კასპის რ-ნი)

1.სიმაგრეები: ქვემო ჭალა // ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.119.
ამოლახორთა რეზიდენციის-ქვემო ჭალის ციხის, კარის ეკლესიის, სამრეკლოს, სამი კოშკისა და სასახლის აღწერილობა. ციხის აღმშენებლად მოხსენიებულია ამირინდო ავთანდილის ძე ამილახორი(1774 წ.). ტექსტს ერთვის ტაბ.36.
2.ციხე-დარბაზები : ქვემო ჭალა //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხსემაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები.-თბ.,2001.-გვ.166-171.
ქვემო ჭალის ანსამბლის მთავარი ციხე-დარბაზის, კარის ეკლესიის, მასზე მიდგმული კოშკის, სამსართულიანი სამრეკლოს, ორი ცილინდრული და ერთი სწორკუთხა კოშკების და სხვა ნაგებობების ხუროთმოძღვრული დახასიათება, ისტორიული ცნობები ძეგლის შესახებ, მოკლე ისტორია. ტექსტს ერთვის მთავარი ანსამბლის ფოტო და გივი ამილახვრის რეზიდენციის ჩანახატი. მოხსენიებულია ძეგლის ამგები პაპუნა ქარუმიძე.
3.ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ციხე-დარბაზები: ქვემო ჭალა (საამილახორო) //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.336-342; გვ.410-411.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ქვემო ჭალის შესახებ. საკულტო, საფორტიფიკაციო და საერო ხასიათის ძეგლებისაგან შემდგარი ანსამბლის ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულია ამირინდო ავთანდილის ძე ამილახორი. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.134-138,179; ტაბ.138).
4.ციხეები და ციხე-დარბაზები: ქვემო ჭალა //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.152-158.
ხუროთმოძღვრული ანსამბლის აღწერილობა, ისტორიული წყაროები ძეგლის შესახებ.
5.სიმაგრეები: ქვემო ჭალა //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგერეები.-თბ.,1988.-გვ.126-130.
დარბაზული ეკლესიის , მასზე მიდგმული კოშკის , სამრეკლოსა და ციტადელის მოკლე აღწერილობა.
6.მცხეთა-გორი. ქვემო ჭალის ციხე-დარბაზი //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომო. ვარძია.-თბ.,1977.-გვ.19-20.
მდ.რეხულას მარცხენა მხარეს მდებარე ქვემო ჭალის ციხე-დარბაზის მოკლე ისტორია და შემორჩენილი ნანგრევების აღწერილობა (ციტადელი, გალავანი, ორსართულიანი სასახლე, ეკლესია, კოშკი). მოხსენიებულნი არიან: ციხის ამგები პაპუნა ქარუმიძე, ამირინდო ამილახვარი (XVIII ს.).
7.ქვემო ჭალა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.X.-თბ.,1986.-გვ.517.
სოფ.ქვემო ჭალის XVII საუკუნის ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნანგრევების შესახებ - მოკლე ცნობა.
8.ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.129.
XVII საუკუნის ოციან წლებში ანდუყაფარ ამილახვრის მიერ აგებული აბანოს მოკლე აღწერილობა.
9.მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ლეხურის ხეობა.-თბ.,1964.-გვ.30-40.
ქვემო ჭალის საერო და საკულტი ძეგლების (ღვთისმშობლის მიძინების სახ. და კარის ეკლესიები, გივიანთ ციხე-დარბაზი, ანდუყაფარ ამილახვრის აბანო, კოშკები, ავთანდილიანთ - "მესხიანთ" ციხე-დარბაზი, ბეჟანიანთ - თაყაანთ ციხე-დარბაზი, რევაზიანთ -კუტიანთ ციხე-დარბაზი) ხუროთმოძღვრული დახასიათება, მოკლე ისტორია, კომპლექსის შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულებები. მოხსენიებულნი არიან: ანდუყაფარ, ავთანდილ, გივი ამილახვრები და გივი ამილახვრის მეუღლე, ვახტანგ V-ის ასული თამარი. ტექსტს დართული აქვს ძეგლების ფოტოები.
10.ქვემო ჭალა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.202-206.
ამილახვართა ციხე - დარბაზის სამი კომპლექსის: 1.მთავარი ციხე-დარბაზი (გალავანი კოშკებით, ეკლესია, კოშკი-სამრეკლო, სასახლე), 2.ციხე-დარბაზი (გალავანი კოშკებით, სასახლის ნანგრევები), 3.სხვილოს (ცხვილოს) ციხე-დარბაზის კომპლექსი. ნაგებობები დათარიღებულია XVIII საუკუნით. განხილულია კომპლექსებთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა და ისტორიული დოკუმენტები. მოხსენიებულნი არიან: სეხნია ჩხეიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, პაპუნა ორბელიანი. მოცემულია ქედას წმ. თევდორეს სახ. ეკლესიის (XVIII ს.) და წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (X-XI სს.) მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს კომპლექსის ფოტო და ძეგლთა გეგმები.
11.ლეონიძე ნ. სოფ. ქვემოჭალა //გაზ ”დროება”.-1885(20 იანვ.).-N15.-გვ.1.
ეკლესიაში დაცული ნივთების შესახებ.
12.დამსწრე. სოფელი ქვემო ჭალა //გაზ. "ივერია".-1886(2 ივლ.).-N141.-გვ.2.
ეკლესიაში დაცულ სიძველეთა შესახებ.
13.Северов Н. Памятники грузинского зодчества.-М.,1947.-С.209 с илл.
14.Путеводитель к выставке древне-грузинской архитектуры.-Тифл.,1935.-С.29 с илл.
15.Мшвениерадзе Д. Строительное искусство древней Грузии.-Тб.,1959.-С.22 с илл.
16.Закарая Пю Древние крепости Грузии.-Тб.,1969.-С.139-146 с илл.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა