საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

უბისის ტაძარი (ხარაგაულის რ-ნი)

1.აბაშიძე ქ. უბისის ტაძარი //გაზ. "ლენინის დროშით" (ორჯონიკიძე).-1966.-28 მაისი.
სოფელ უბისის წმ. გიორგის სახ. ტაძრისა და სამსართულიანი კოშკის აღწერილობა.
2.ამირანაშვილი შ. უბისი. მასალები ქართული კედლის მხატვრობის ისტორიისათვის.-თბ.,1930.
ტაძრის მხატვრობის ალბომი. ერთვის განმარტებითი ტექსტი - მოხატულობის ვრცელი აღწერილობა ისტორიულ-მხატვრული და იკონოგრაფიული ანალიზით.
3.ამირანაშვილი შ. ქართველი მხატვარი დამიანე.- თბ.,1974.
ზემო იმერეთის სოფელ უბისის ძველი დარბაზული ეკლესიის მოხატულობის თავისებურება. წარმოდგენილია 64 ფერადი ილუსტრაცია და ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. აღნიშნულია, რომ მხატვარი ეროვნულ ტრადიციებს ეყრდნობა და შორს დგას ბიზანტიური სკოლისაგან.
4.ბერიძე ვ. გერასიმე და არა დამიანე. აუცილებელი შესწორება //გაზ. "ლიტერატურული საქართველო".-1979.-14 სექტემბერი.
ავტორის მოსაზრება თაღზე მოთავსებული წარწერის არასწორი წაკითხვის გამო.
5.ლორთქიფანიძე ი. უბისი //ჟ. "ფრესკა".-1976.-N8.-გვ.16-20.
უბისის წმინდა გიორგის ტაძრის აღწერილობა და მხატვრობის განსაკუთრებული ეროვნული ხასიათის წარმოჩენა.
6.სახვაძე ბ. გარდასულ დღეთა უტყვი მოწმე //გაზ. "ლენინის დროშით" (ორჯონიკიძე, ახლ. ხარაგაული).-1968.- 28 სექტემბერი.
უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისა და მის პირდაპირ, მდინარე ძირულასთან, გორაკზე აღმართულ ციხის ნანგრევების აღწერილობა.
7.შმერლინგი რ. უბისის ტაძრის დათარიღების საკითხისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.ტ.XVI.-N2.-გვ.169-174.
უბისის ტაძრის არქიტექტურის თავისებურებათა და დეპოზიტარული ელემენტების ანალიზი. წარმოდგენილია შ.ამირანაშვილის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით.
8.ჩხეიძე გ. უბისს ავაგე საყდარი //დროშა.-1970.-N8.-გვ.6.
უბისის ტაძრის მხატვრული აღწერა და ცნობები ძეგლის რესტავრაციის შესახებ.
9.ცინცაძე ვ. უბისის სვეტი //ძეგლის მეგობარი.-1969.-N18.-გვ.34-37.
ოთხსართულიანი ნაგებობა - უბისის "სვეტის" ხუროთმოძღვრულ-ისტორიული დახასიათება და შენობის დანიშნულების განსაზღვრა.
10.დასავლეთი საქართველო //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.167-178.
უბისის ძველ ეკლესიაზე, აბაშიძეთა მიერ აგებული-ევსტრატი აბაშიძისა და მისის მეუღლის, ნარიობის - საძვალის აღწერილობა. ტექსტს ერთვის ფოტომასალა (ტაბ.241-242.
11.უბისი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.89-95.
წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (IX ს.) მხატვრობის განსაკუთრებული მანერის შესახებ. მოხსენიებულია მხატვარი დამიანე,მისი მოწაფე გერასიმე. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ფრესკული ფერწერის ნიმუშების ფოტოები.
12.უბისის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა.-თბ.,2004-2005.-გვ.76-79.
ეკლესიის მოხატულობის ტექნიკური კვლევა, საკონსერვაციო პროექტის შემუშავება და ჩატარებული სამუშაოების შედეგები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს უბისის საერთო ხედისა და მოხატულობის ფრაგმენტების ფოტოები.
13.უბისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.X.-თბ.,1986.-გვ.97.
სამონასტრო კომპლექსის ნაშთის: წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის, ოთხსართულიანი კოშკის, გალავნისა და სამრეკლოს მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული აღწერილობა.
14.მარგვეთისა და უბისის ეპარქია: უბისის წმ.გიორგის მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.55-56.
ტაძრის აგების ისტორია, ამგებთა ვინაობა, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან; აფხაზეთის მეფე დემეტრე (IX ს.), ევსტაფი აბაშიძე და მისი მეუღლე ნარიობი, ტაძრის მომხატავი დამიანე (XIV ს.); მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე), დეკანოზი ვახტანგ ქსეულიძე, მღვდელმონაზონი მათე (ბუაჩიძე).
15.გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება: უბისის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.134.
ტაძრის კედლის მხატვრობის ანალიზი. მოხსენიებულია მხატვარი დამიანე.
16.რჩეულიშვილი ლ., ცინცაძე ვ. სვეტი უბისსა და მარტვილში. უბისის სვეტი //რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ნარკვევები.-თბ.,1994.-გვ.176-192.
უბისის სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში აღმართული სვეტის ვრცელი არქიტექტურული აღწერილობა.
17.უბისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.167.
მშენებლობის მოკლე ისტორია, კომპლექსში შემავალ საკულტო და საერო ნაგებობათა ჩამონათვალი. უბისა, როგორც მონუმენტური მხატვრობის ნიმუში. ტექსტს ახლავს ფოტო (ტაბ.187).
18.უბისა, წმ. გიორგის ეკლესია //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები.ნაკვ.I (IX-XIII).-თბ.,1980.-გვ.28-30; გვ.140-141; გვ.148-149; გვ.172-173.
წმ.გიორგის სახ. ეკლესიის სტეფანეს სააღაპე წარწერის (სურ.1), მავრიკის (სურ.2) და სამოელის წარწერების(სურ.3) აღწერილობა, მათი შესრულების თარიღის განსაზღვრა ეკლესიის ხუროთმოძღვრული ფორმების მხატვრულ-სტილისტური ანალიზის საფუძველზე. მოხსენიებულნი არიან: შ.ამირანაშვილი, რ.შმერლინგი.
19.უბისა //ვეფხვაძე ი. ხარაგაული.-ქუთაისი, 2002.-გვ.119-121.
სამონასტრო კომპლექსის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: გრიგოლ ხანძთელი; ს.გორგაძე, ექვ.თაყაიშვილი, შ.ამირანაშვილი, ვ.ბერიძე. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.
20.საოცარი ტაძარი //დონ კრისტოფორო დე კასტელი ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ.-თბ.,1976.-გვ.177.
მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ.
21.უბისა //ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში.-თბ.,2006. ტექსტი ქართ და ინგლ. ენებზე.
IX საუკუნეში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა მიერ დაარსებული უბისის სამონასტრო კომპლექსზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგების შესახებ. ტექსტს ერთვის ფოტომასალა.
22.სახვაძე ქ. უბისის ტაძარი //გაზ. "ლენინელი"(ზესტაფონი).-1962(18 დეკ.).
23.სოხაშვილი გ., ვაჩეიშვილი კ. უბისის ტაძარი //გაზ."ლენინის დროშით"(ორჟონიკიძე).-1961(23 ივლ.).-გვ.2.
24.უბისის წმ. გიორგის მონასტერი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.-თბ.,2010.-გვ.259-261. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
უბისის მონასტერის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
25.უბისა //ვეფხვაძე ი. ხარაგაული.-ქუთაისი.-2010.-გვ.3-11.
მეცნიერთა მოსაზრებები ძეგლის ისტორიის, ფრესკული მხატვრობის, აქ მიმდინარე ხატწერისა და ჭედური სკოლების შესახებ. ტექსტის ბოლოს მოცემულია უბისის წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში მოღვაწე საეკლესიო პირების ნუსხა. მოხსენიებულნი არიან: მ. ბროსე, ი. ხუსკივაძე, ექვ. თაყაიშვილი, შ. ამირანაშვილი, ვ. ბერიძე, რ. შმერლინგი, მხატვარი დამიანე და მისი მოწაფე მხატვარი გერასიმე. დართულია ძეგლის ფოტოები.
26.ბურჭულაძე ნ. უბისის მონასტრის ხატები და კედლის მხატვრობა. უბისის მონასტრის ისტორიისთვის.-თბ.,2006.-გვ.161-181.
უბისის (უბე) ტაძრის დაარსების ისტორია; უბისა, როგორც სასულიერო კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლი; ტაძრის ხატებისა და ფრესკული მხატვრობის ანალიზი. ტექსტს ერტვის მდიდარი ფოტომასალა. მოხსენიებულნი არიან: ექ. თაყაიშვილი, შ. ამირანაშვილი, რ. შმერლინგი, ვ. ცინცაძე, ვ. ბერიძე.
27.უბისა //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობები.-თბ.,2011.-გვ.25.
მოკლე ინფორმაცია მეთერთმეტე საუკუნეში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა - ქრისტეფორესა და თეოდორეს მიერ აგებული უბისის სამონასტრო კომპლექსის (წმ. გიორგის სახ. ეკლესია, მესვეტის 4-სართულიანი კოშკი, გალავნის ნაშთი, მინაშენი)შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ტაძრის მომხატავი დამიანე, კოშკის ქტიტორი სვიმონ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. ტექსტს ერთვის უბისის მონასტრის, კარიბჭის, საკურთხევლის, სვიმონ მწიგნობართუხუცესის ქტიტორული წარწერის (1141 წ.) ფოტოები.
28.მაჭავარიანი კ. უბისა (შორაპნის მაზრა). ”კვალის” კორესპონდენციები //ჟ. ”კვალი”.-1897.-N19.-გვ.366-367.
29.უბისა //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.174-175. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
30.უბისა//ცქიფურიშვილი ნ. სტუდენტთა მეოთხე საერთ. სამეცნიერო კონფერენცია.-ქუთაისი.,2014.-გვ.31-36.
უბისის წმ. გიორგის სახელობის მონასტრის ისტორია.
31.უბისა //გედენიძე ი. საქართველო- რასაც არწივები ხედავენ.-თბ.,2018.-გვ.196-197.ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
32.Убе [უბისის ტაძარი] //თაყაიშვილი ე. თხზულებანი ტ. 5.-თბ.,2018.-გვ.347-377.
33.უბისა //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.193-196.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა