საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

შხეფის ციხე (სენაკის რ-ნი)

1.ადამია ი. შხეფის ციხესიმაგრე //ძეგლის მეგობარი.-1979.-N51.-გვ.11-23.
უნაგირას მთის ერთ-ერთ გორაკზე აღმართული ციხესიმაგრის გეოგრაფიული მდებარეობა, ხუროთმოძღვრული დახასიათება, გეგმის მოხაზულობა და ძეგლის აგების სავარაუდო თარიღი.
2.სიმაგრეები: შხეფი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.52.
შხეფის დანიშნულება (ციხესიმაგრე, საპყრობილე), მოკლე ისტორია. ტექსტს ერთვის ციხის ფოტო (ტაბ.12).
3.ციხესიმაგრეები: შხეფი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.78-81.
ციხის მდებარეობა, ხუროთმოძღვრული დახასიათება, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობები ძეგლის შესახებ. ხალხური გადმოცემები შხეფის ციხის შესახებ.
4.ციხეები და ციხე-დარბაზები: შხეფი //ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბ.,1960.-გვ.27-28.
მოკლე ცნობა ციხის გეოგრაფიული სივრცის შესახებ.
5.ციხეები და ციხე-დარბაზები: შხეფი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.66-68.
ანტიკური და ადრეფეოდალური ციხესიმაგრის მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არიან: იმერეთის მეფე ლევანი (მამია გურიელისაგან დატყვევებულმა შხეფის ციხეში განუტევა სული), მამია გურიელი, ლევან დადიანი (XVI ს.).
6.სიმაგრეები: შხეფი//ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.55-57.
სიმაგრის მოკლე ისტორია და გეგორაფიული მდებარეობა, არქეოლოგიური გათხრების შედეგები; ციხის, გალავნისა და კოშკის აღწერილობა; ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ციხის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: იმერეთის მეფე ლევანი, მამია გურიელი (XVI ს.).
7.ადრეშუასაუკუნეების ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (V-X სს.) დასავლეთ საქართველო: შხეფი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.82-85.
ციხის შესახებ არსებულ ისტორიულ წყაროთა მიმოხილვა, გეოგრაფიული გარემო,პირამიდული და ცილინდრული კოშკების ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების ანალიზი. მოხსენიებულია დიუბუა დე მონპერე. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.34-37; ტაბ.21,22).
8.მაკალათია ს. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია.-თბ.,1941.-გვ.232-233.
XVI საუკუნეში ქვითკირით ნაგები ციხის ასომთავრული წარწერის შესახებ.
9.შხეფის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.66.
შუა საუკუნეების ციხესიმაგრის მოკლე ხუროთმოძღვრული მიმოხილვა.
10.ელიავა გ. აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი.-თბ.,1971.-გვ.63-66.
ციხის კომპლექსიდან შემორჩენილ ნაგებობათა ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილიტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.
11.შხეფის ციხე //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.186-187. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
12.შხეფის ციხე //მინდორაშვილი დ. საქართველოს არქეოლოგია 11-111. განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეები.-ბათუმი.,2015.-გვ.238-239.
შხეფის ციხის მდებარეობა და ისტორიული მნიშვნელობა.
13.შხეფის ციხე //სამეგრელო, საქართველოს ინტერაქციული რუკა 5.-თბ.,2018.-გვ.9.
14.შხეფის ციხე //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.135-136.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა