საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ცაიშის მონასტერი (ზუგდიდის რ-ნი)

1.ცაიშის მონასტერი //ზაქარაია პ. ცაიში. XIII-XIV სს.
ბუკლეტში აღწერილია ცაიშის სამონასტრო კომპლექსი - XIII-XIV საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი. გამოთქმულია აზრი შემორჩენილი მოხატულობის თარიღად - 1616-1619 წწ. მიჩნევის შესახებ.
2.ცაიში //ზაქარაია პ. ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XVIII სს. წ. ვ. XIII-XVIII სს.-თბ.,1981.-გვ.87-98.
3.ზაქარაია პ. ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი.-თბ.,1956.
ხუროთმოძღვრული კომპლექსის ვრცელი მხატვრულ-არქიტექტურული და ისტორიული მიმოხილვა. აღწერილია კომპლექსის შემადგენელი ნაწილები: გუმბათოვანი ტაძარი, პალატი და სამრეკლო. წარმოდგენილია ტაძრის შინაგანი სივრცის, ფასადთა მორთულობის სისტემის, ორნამენტებისა და რელიეფის დახასიათება.
4.ცაიში //თაყაიშვილი ექვ. მოგზაურობანი და შენიშვნანი წ.II.-ტფ.,1914.-გვ.163-193.
ცაიშის გუმბათიანი ეკლესიის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი, აგების სავარაუდო თაირიღი, ეკლესიაში დაცული სხვადასხვა ნივთებისა და ხელნაწერების ვრცელი აღწერილობა.
5.ცაიშის მთავარი ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა.-თბ.,2004-2005.-გვ.94-95.
XIV საუკუნის არქიტექტურული კომპლექსის(გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო, საეპისკოპოსო სასახლე) მთავარი ტაძრის საპროექტო სამუშაოების შესახებ. ტექსტი ქართ.და ინგლ. ენებზე. ახლავს მთავარი ტაძრის საერთო ხედისა და მოხატულობის ფრაგმენტის ფოტოები.
6.XIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIV საუკუნის ხუროთმოძღვრება: ცაიში //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს.-თბ.,1990.-გვ.171-205.
ძეგლის ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება, ვრცელი მხატვრული ანალიზი. მოხსენიებული არიან: ს.ყაუხჩიშვილი, ს.კაკაბაძე, თ.ჟორდანია; მალაქია გურიელი, გრიგოლ ცაიშელი, კაცია II დადიანი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.41-46; ტაბ.LIX-LXIII/2).
7.ცაიში //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.185.
მოკლე ცნობა ცაიშის კომპლექსის შესახებ.
8.ცაიში //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.104-111 //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.67-75.
ღვთისმშობლის სახ.ტაძრის ქართული და ბერძნული წარწერების ვრცელი ანალიზი. მოხსენიებულნი არიან:ექვ.თაყაიშვილი, პ.ზაქარაია.
9.ცაიში //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები ნაკვ.I (IX-XIII სს.).-თბ.,1980.-გვ.174-175.
მხედრულით შესრულებული სამშენებლო წარწერის აღწერილობა. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.157).
10.გვიანი შუა საუკუნეების მხატვრობა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო " ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული.-თბ.,1997.-გვ.59-60; გვ.IX-X. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
დასავლურ-ქართულ მონუმენტურ ძეგლთა გრფიკული და ფოტო ფიქსაციის მიზნით ფონდის მიერ მოწყობილი ექსპედიციის შედეგების შესახებ. მოცემულია ცაიშის XIII-XIV საუკუნეთა მიჯნით დათარიღებული, ღვთისმშობლის სახ. ძლიერ დაზიანებული ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა და მხატვრობის სტილისტური ანალიზი. ტექსტს დართული აქვს ნახაზები და ფოტოები.
11.მიქავა ალ. ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების ისტორიული ძეგლები//საბჭოთა ხელოვნება.-1964.-N1.-გვ.57-60.
IX-X საუკუნეებში აგებული ცაიშის გუმბათოვანი ტაზრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, მშენებლობისა და შემდგომი აღდგენის ეტაპები (ამჟამად შედგება ტაძრის, სამრეკლოსა ა პალატის ქვედა სართულისაგან). ტექსტს ერთის ცაიშის ეკლესიისა და სამრეკლოს ფოტოები.
12.ზუგდიდი 12 მაისი //გაზ. ”დროება”.-1881(20 მაისი).-103.-გვ.2-3.
ცაიშის ეკლესიის გაძარცვა.
13.[მეუნარგია იონა] ლელო . ცაიშის ეკლესიის გაქურდვა. ტფილისი, 27 იანვარი //გაზ. ”დროება”.-1881(28 იანვ.).-N20.-გვ.1.
14.შინაური ქრონიკა //გაზ. ”დროება”.-1884(28 ივლ.).-N163.-გვ.2-3.
სინოდის გადაწყვეტილება მონასტრის გაუქმების შესახებ.
15.Привалова Е. Павниси.-1977.-С.141 с илл.
16.Кондаков Н. опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии.-СПБ.,1890.-С.93-95 с илл.
17.Амиранашвили Ш. история грузинского искусства.Т.1.-М.,1950.-С.290-291 с илл.
18.ცაიშის ტაძარი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.187. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა