საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

წალენჯიხის ტაძარი

1.ლორთქიფანიძე ი. წალენჯიხის ტაძრის მოხატულობა //საბჭოთა ხელოვნება.-1977.-N12.-გვ.57-63. //ფრესკა.-1977.-გვ.27-30.
ტაძრის მოხატულობის ანალიზი, დახასიათებულია მხატვრობის თავისებური მანერა, სტილი, სახეთა დამუშავება, კომპოზიციები. გამოთქმულია მოსაზრება ტაძრის ხუროთმოძღვრის ვინაობის შესახებ.
2.მიქავა ა. წალენჯიხა.
ბუკლეტი ეძღვნება X-XI საუკუნეების ძეგლს-წალენჯიხის ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძარს. განხილულია ქართული და ბერძნული წარწერები, დადგენილია ტაძრის მოხატვის, განახლებისა და ეკვდერის მიშენების თარიღები.
3.წალენჯიხა //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი.წ.II.-ტფ.,1914.-გვ.209-238.
თლილი ქვით ნაგები გუმბათოვანი ტაძრის არქიტექტურული დახასიათება, ფრესკების, ხატების, ჯვრებისა და სხვა საეკლესიო ნივთების ვრცელი აღწერილობა.
4.წალენჯიხა //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.143-147.
ძეგლის მშენებლობის ეტაპები. მოკლე აღწერილობა. წალენჯიხის ტაძარი, როგორც საგანმანათლებლო ცენტრი. მოხსენიებული არიან: სამეგრელოს მთავარი ვამეყ დადიანი(XIV ს.), მხატვარი კირ მანუელ ევგენიკოსი (XIV ს.), ეპისკოპოსი ევდემონ ჯაიანი, ზებედე წინამძღვარი (XVII ს.), გაბრიელ ბოკუჩავა (XVII ს.). ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის საერთო ხედისა და მხატვრობის ნიმუშების ფოტოები.
5.გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება: წალენჯიხის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.134.
ტაძრის მხატვრობის ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ვამეყ დადიანი (XIV ს. და მხატვარი კირ მანუილ ევგენიკოსი.
6.წალენჯიხა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.285-286.
მოკლე ცნობები განვითარებული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ანსამბლის ტაძრის მხატვრობის შესახებ.
7.წალენჯიხა //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.94-101 //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.51-65.
მაცხოვრის სახ.ეკლესიის XIV და XVII საუკუნეების ფრესკებზე შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერების ვრცელი ანალიზი.
8.წალენჯიხა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.44.
მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ ქართ. და ინგლ. ენებზე. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ფოტო.
9.ლორთქიფანიძე ო. ქართული ფერწერის ისტორიიდან //ქართული ხელოვნების საკითხები.-თბ.,1982.-გვ.75-78.
ბიზანტიური მხატვრობის გავლენა წალენჯიხის XIII-XIV საუკუნეების იკონოგრაფიაზე.
10.მიქავა ა. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი // გაზ. "მებრძოლი"(ზუგდიდი).-1963(20 იანვ.).
წალენჯიხის ტაძრის თაობაზე.
11.მიქავა ა. წალენჯიხის ისტორიული ძეგლები // ლიტერატურული გაზეთი.-1959(30 ივლ.).-გვ.3.
12.ლუკავა შ. დავიცვათ კულტურის ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1976-77.-N43-44.-გვ.85-90.
მოცემულია მოკლე ცნობა წალენჯიხის მაცხოვრის გუმბათიანი ტაძრის მხატვრული გაფორმების შესახებ.
13.მიქავა ალ. ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების ისტორიული ძეგლები //საბჭოთა ხელოვნება.-1964.-N1.-გვ.55-57.
წალენჯიხის გუმბათოვანი ტაძრისა და სამრეკლოს ხუროთმოძღვრული დახასიათება; მოხატულობისა და წარწერათა მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილი. ტექსტს ერთვის სამრეკლოსა და მაცხოვრის სახ. ეკლესიის ფოტოები.
14.წალენჯიხა //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.-თბ.,2010.-გვ.317-319. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
ტაძრის მდებარეობა, მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
15.წალენჯიხა მაცხოვრის ტაძრის მოხატულობები.-თბ.,2011.-196 გვ.
წალენჯიხის ტაძრის მოხატულობის დეტალური აღწერილობა, კომპოზიციური თავისებურებები, ”ხალხური” ნაკადი ტაძრის იკონოგრაფიაში, წარწერების მიმოხილვა; ცნობები კედლებზე გამოსახულ საერო პირთა ვინაობის შესახებ.
16.ლორთქიფანიძე ი. წალენჯიხა //ძიებანი ქართულ სახვით ხელოვნებაში -სამეცნიერო შრომების კრებული.-თბ.,1980.-გვ.71-79.
მოცემულია ტაძარსა და მინაშენებში შემორჩენილი სხვადასხვა დროისა და ხასიათის მოხატულობის სტილისტური და იკონოგრაფიული თავისებურებები.
17.ძირითადი მიმართულებანი XIV საუკუნის ქართული კედლის მხატვრობაში //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1971.-გვ.338-341.
მაცხოვრის სახ. ტაძარში შემორჩენილი ფრესკული მხატვრობის სტილისტური ანალიზი. მოხსენიებულინი არიან: ბიზანტიელი მხატვარი მანუელ ევგენიკისი, მისის ქართველი მოწაფეები - მახარებელი ქვაბალია და ანდრონიკე გაბისულავა.
18.უბილავა ე. მეორე სიცოცხლე //დროშა.-1984.-N12.-გვ.10-11.
ტაძარში დაცულ საეკლესიო სიძველეთა შესახებ.
19.Амиранашвили Ш. Вклад Грузии в сокровищницу художественной культуры.-Тб.,1963.-77 с. с илл.
20.Бакрадзе Дм. кавказ а древнеих памятниках христианства //Записки Общества любителей кавказской археологии. Кн.1.-Тифл.,1875.-С.19-177 с илл.
21.Вирсаладзе Т. основные заметки развития грузинской средневековой монументальной живописи.-Тб.,1977.-С.22-23.
22.Путеводитель к выставке древне-грузинской архитектуры.-Тифл.,1935.-С.24 с илл.
23.წალენჯიხა //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.187-188. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
24.წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი //სამეგრელო, საქართველოს ინტერაქციული რუკა 5.-თბ.,2018.-გვ.6.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა