საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ჭაშლეთის ეკლესია (ცაგერის რ-ნი)

1.ბანძელაძე ი. რელიეფები ჭაშლეთის ეკლესიიდან //ძეგლის მეგობარი.-1981.-N56.-გვ.22-29.
მცირე დარბაზული ნაგებობის -"მაცხოვრის" ეკლესიის აბსიდის ქვაზე გამოკვეთილ წმინდანთა რელიეფური გამოსახულებათა აღწერილობა, ძეგლის დათარიღება. ძეგლი ქვაზე კვეთილი ხატების უნიკალურ შემთხვევად არის მიჩნეული. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
2. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები.-თბ.,1994.-გვ.301-302.
მაცხოვრის ეკლესიის სიძველეთა აღწერილობა.
3.ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ. ლეჩხუმი.-თბ.,1983.-გვ.53-55.
მაცხოვრის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ქართული ისტორიული წყარო ეკლესიის შესახებ. გერმანელი მეცნიერის გიულდენშტედტის ცნობა (1772 წ.) სოფ.ჭაშლათზე (ჭაშლეთზე) ტექსტს დართული აქვს მახარებლის გამოსახულებიანი რელიეფური ფილის ფოტო (რ.მეფისაშვილი. ტაბ.XXXI).
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა