საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

სურამი (ხაშურის რ-ნი)

1.ურბნისისა და რუისის ეპარქია: სურამის წმ. იობ მრავალვნებულის მონასტერი: დედათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.124-125.
2001 წელს დაარსებული მონასტრის სიწმინდეები, სამონასტრო ცხოვრება - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), მონაზონი ანა (ძაგნიძე). ტექსტს ახლავს მონასტრის ფოტო.
2.სურამი //საქართველოს ისტორიისა და კულტრის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.442-447.
სურამის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლების: ამაღლების ეკლესიის (ფეოდალური ხანის, დარბაზული ტიპის, ნაგებია ქვიშაქვის დიდი კვადრებით), გუმბათოვანი ეკლესიის (თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით, რესტავრირებული 1968 წელს, ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა, ეკლესიის თანადროული ოთხსართულიანი სამრეკლო, ეკლესია სომხურია), ღვთაების სახ. ეკლესიის (აგებულია 1831 წელს არსებული ეკლესიის ნანგრევებზე, დარბაზულია ტიპის, დაშენებულია სამრეკლო), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (მდებარეობს გუმბათოვანი ეკლესიის გვერდით, თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით), წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, ნაგებია რიყის ქვითა და კიექვის კვადრებით), წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (დარბაზული ტიპისაა, აგებულია IX-X საუკუნეებში, ორნაწილიანია, ფასადებზე შემორჩენილია დეკორის ფრაგმენტები), ციხის (გალავანი, ციხე, ეკლესია, სასახლე) ვრცელი ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
სიდამონიძე ვ. ქომაგობს ერის საუნჯეს //გაზ. "სოფლის ცხოვრება".-1972(26 თებ.).
სურამის ისტორიული ძეგლის "ღვთაების" დამცველ დ. ნოზაძის შესახებ.
3.ორიშინი. დ. სურამი //გაზ. ”ცნობის ფურცელი”.-1898(18 დეკ.).-N707.-გვ.2.
4.სურამის გუმბათოვანი ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.227.
5.სურამის კვირაცხოვლის ტაძარი //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.399.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა