საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ხიხანი (ხულოს რ-ნი)

1.ახვლედიანი ხ. ხიხანის ციხისა და ეკლესიის ისტორიისათვის //ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში.-ბათუმი.-1955.-გვ.29-84.
სოფ. ხიხაძირში, მთაზე შემორჩენილი უძველესი ციხის ნანგრევებისა და მის შიგნით, წმ. გიორგის სახ. ეკლესიის შესახებ. ტბელ აბუსერიძის ცნობა ეკლესიის აგების, მისი ამშენებლისა და ციხის სტრატეგიული მნიშვნელობის თაობაზე. მოხსენიებულნი არიან: ლ. მუსხელიშვილი, თ. ჟორდანია.
2.მამულაძე თ. ხიხანი. ჩანახატი //კოლექტიური შრომა (ხულო).-1967.-29 აგვისტო.
მოთხრობილია თურქთაგან აჭარის განთავისუფლებისათვის ბრძოლის დროს ხიხანის ციხის ღალატით აღებისა და იქ გამაგრებული სელიმ ხიმშიაშვილის დაღუპვის შესახებ.
3.ხალვაში ი. ხიხანი ლეგენდებსა და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებში //საბჭოთა აჭარა.-1967.-6 ივლისი.
4.ხიხანის ციხე (ხირხათის ციხე) //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.486.
მოკლე ცნობები სხალთის ხეობაში ნაგები ხიხანის (ხირხათის ციხის შესახებ.
5.აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა: ცნობარი.ნაკვ.II.-თბ.,1987.-გვ.98.
ხირხათის ციხის (შემორჩენილია ოთხი კოშკი) მოკლე აღწერილობა.
6.ხიხანისციხე //მამულაძე შ. აჭარისწყლის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები: გზამკვლევი.-[ად.ა.).,2000.-გვ.21-32.
სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებთან, არსიანის მთის ერთ-ერთ განშტოებაზე, სტრატეგიული თვალსაზრისით ხელსაყრელ ადგილზე აგებული, ნანგრევების სახით შემორჩენილი ხიხანის ციხესიმაგრის, გალავნის, ოთხი კოშკისა და ციხის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწრილობა. წრილობითი წყაროები ძეგლის შესახებ. ციხის ამგებად მოხსენიებულია ტბელ აბუსერიძე (ძმების -აბუსერისა და ვარდანის დავალებით). ტექსტს დართული აქვს ციხესიმაგრის ნანგრევების ფოტოები.
7.ყაზბეგი გ. ზემო აჭარა //კრ. იყო და მარად იქნება.-ბათუმი, 1978.-გვ.117-118.
მოკლე ცნობა ხირხათის მთაზე აგებულ ციხესიმაგრეში შემავალ კოშკებსა და გალავანზე.
8.ახვლედიანი ხ. სიძველეთა ძეგლები ხიხაძირის ხეობაში //სახალხო განათლება.-1948(21 ოქტ.).-გვ.3.
9.კახიძე ა. და სხვ. სხალთისწყლის ხეობის მატერიარული კულტურის ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1982.-კრ.59.-გვ.25-28.
ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის გაერთიანებული ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალების შესახებ (სხალთის, ხიხაძირისა და თხილვანაას ეკლესიები).
10.ყაზბეგი გ. სამი თვე თურქეთის საქართველოში.-ბათუმი.,1995.-გვ.51-53.
აღწერილია ხირხათის ციხესიმაგრის შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულება.
11.სიხარულიძე ი. აჭარია მატერიალურ-კულტურული ძეგლები.-ბათუმი, 1962.-გვ.29-33.
ხირხათის ციხის შესახებ არსებული ისტორიული და არქეოლოგიური მასალების მიმოხილვა.
12.ხიხანი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.195. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
13.სახოკია თ. მოგზაურობანი გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი.-ბათუმი.-1985.-გვ.281-282.
ციხის მდებარეობა, გარე სივრცის მოკლე აღწერილობა, ციხის შესახებ არსებული ლეგენდები.
14.ხიხანის ციხე //მინდორაშვილი დ. საქართველოს არქეოლოგია II-III განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეები.-ბათ.,2015.-გვ.48-50.
15.ხიხანის ციხე //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.211-212.



 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა