საქართველოს ისტორიულ
ძეგლთა
ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
<< თავიდანგერგეტი (ყაზბეგის რ-ნი)
1.გერგეტის სამება //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-1974.-გვ.73-169.
ხევის ისტორიული ძეგლის - გერგეტის სამების ტაძრის გეგმასა და უჩვეულო გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ტაძრის ზომები. ტექსტს დართული აქვს ფოტოები (ტაბ.197,198).
2.სანიკიძე თ. გერგეტის სამების გამაგრება-რეკონსტრუქციის საკითხები //ძეგლის მეგობარი.-1965.-კრ.4.-გვ.25-31. რეზ. რუს. ენაზე (გვ.63-64).
სოფელ გერგეტთან, მყინვარწვერის კალთაზე აგებული XIV საუკუნის ტაძრის დაზიანების ხარისხისა და შესაკეთებელი დეტალების შესახებ.
3.სანიკიძე თ. გერგეტის ტაძარი //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია.-1967.-N1.-გვ.262-266.
გერგეტის გუმბათოვანი ტაძრის მხატვრულ-ისტორიული ანალიზი.
4.ბედოშვილი გ. გერგეტი (ხევი) საყურადღებო ეკლესია და მისი დღეობა //გაზ. ”ცნობის ფურცელი”.-1898.-3 ნოემბ.-N669.-გვ.4.
სამების ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
5.მლეთი-ყაზბეგი //ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა.-თბ.,1972.-გვ.53-55.
გერგეტის სამების ხუროთმოძღვრული ანსამბლის მხატვრულ-არქიტექტურული დახასიათება. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
6.სანიკიძე თ. გერგეტის ხუროთმოძღვრული ანსამბლი.-თბ.,1975.
ძეგლის ხუროთმოძღვრული თავისებურებანი, აგების თარიღის განსაზღვრა, მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიაში.
7.ღუდუშაური ბ. წერილი ხევიდგან //ივერია.-1900.-14 ოქტ.-N224.-გვ.3.
თქმულება ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით. მოხსენიებულნი არიან: ალ.და გ. ყაზბეგები.
8. {ყაზბეგი ალ.]მოჩხუბარიძე მოხევეები და იმათი ცხოვრება //დროება.-1880.-5 აგვ..-N164.-გვ.3.
სამების მონასტრიდან სიძველეთა გატანის შესახებ.
9.შმერლინგი რ. დოლიძე ვ. თბილისიდან კაკავამდე.-თბ.,1991.-გვ.43-44.
ტაძრისა და სამრეკლოს არქიტექტურულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXVII-XXX).
10.ზაქარაია პ. ყაზბეგის სამება.-თბ.,1959.
ბუკლეტში მოცემულია ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
11.XIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIV საუკუნის ხუროთმოძღვრება: გერგეტის სამება //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს.-თბ.,1990.-გვ.205-218.
ტაძრის მდებარეობა, ხუროთმოძღვრული დახასიათება, მხატვრული ანალიზი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.47-50; ტაბ.LXIV-LXVIII).
12.ზაქარაია პ. ქართულ ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XVIII ს.-თბ.,1981.-გვ.177-198.
გერგეტის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის აღწერა და არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი.
13.მაკალათია ს. ხევი.-თბ.,1934.-გვ.220-230.
გერგეტის ტაძრისა და სამრეკლოს მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი, აგების თარიღი, წარწერების მიმოხილვა.წარმოდგენილია ვახუშტის ცნობები ტაძრის შესახებ და გერგეტელებისადმი ბაგრატ V-ის მიერ გაცემული სიგელი.
14.XIV-XVIII საუკუნეების ხუროთმოძღვრების ზოგადი დახასიათება //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო).-თბ.,1987.-გვ.66.
გერგეტის სამების ხუროთმოძღვრების მოკლე აღწრილობა.
15.გერგეტი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.III.-თბ.,1978.-გვ.98.
გერგეტის ხუროთმოძღვრული ანსამბლის მოკლე დახასიათება.
16.გერგეტის სამება //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.25.
მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
17.იამბე, ციხის ნაშალო....-თბ.,2007.-გვ.42-43.
გერგეტის სამების შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულება. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.
18.გერგეტი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.444-450.
სოფ.გერგეტის მოკლე ისტორია; სოფლის მიდამოებში განლაგებული ისტორიული ძეგლების: ბეთლემის კომპლექსის (მდებარეობს სოფლის ჩრდ.-ით, მყინვარწვერის ფერდობზე, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით, მოცემულია 1927, 1948 და 1978-80 წლების ექსპედიციების შედეგები), კვირიკეს ნიშის (მდებარეობს ნასოფლარ ქობის ტერიტორიაზე, გეგემით ოთკუთხა, დაზიანებულია), კოშკის (დათრიღებულია XVI-XVII საუკუნეებით, ზურგიანი, შემორჩენილია პირველი სართული), ნინოწმინდის ნიშის (მდებარეობს სოფლის დას.-ით, ოთხკუთხა, შიდა მხარე ორნამენტულია), ოხარესის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (აგებულია ტყეში, გეგმით მოგრძო ოთხკუთხედი), სამების (გერგეტის სამება)ეკლესიის კომპლექსის (შედის: XIV საუკუნის ეკლესია, სადაც ხანგრძლივი დროის მანძილზე დასვენებული იყო წმ. ნინოს ჯვარი, ორსართულიანი სამრეკლო, გალავანი), ყველაწმინდის (მდებარეობს სოფლის დას.-ით, დაზინებულია), წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (დგას სოფლის დას.-ით, სავარაუდოდ, დათარიღებულია ადრინდელი შუა საუკუნეებით, დაზიანებულია) ვრცელი მხატვრულ-ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ფოტოები და სქემატური ჩანახატები.
19.არგანაშვილი ლ. გერგეტის სამება //მუზა.-1996.-N7.-გვ.4.
20.ჩიტაია გ. შეუქცევადი ისტორიული ლტოლვა //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა".-2002.-7 სექტ.-გვ.4.
წმ. ცოტნე აღმსარებლის ხატის შეწირვა გერგეტის ტაძრისათვის. მოხსენიებულია მხატვარი ჯ. დანელია.
21.გერგეტის სამება //გაზ. "სახალხო განათლება".-2000.-29 ნოემბ.-გვ.7.
22.გერგეტი: სამების ტაძარი, XIV ს. //ძელთა რეაბილიტაზია საქართველოში.-თბ.,2006. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
სოფ. გერგეტის მთაზე აგებული სამების ტაძრის მოხატულობის შესახებ. შემორჩენილია წმ. ნინოს უნიკალური ფრესკა წარწერით: "წმ. ნინო დედაი ქართლისაი". ტექსტს ერთვის ფოტომასალა.
23.მყინვარწვერი, გერეგტის მყინვარი და გერგეტის სამება //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაზე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.75.
მოკლე ინფორმაცია XIV ს.-ში აგებული, საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუმბათოვანი ტაძრის - გერგეტის სამების შესახებ. მოხსენიებულია გიორგი V ბრწყინვალე (1318-1346). ტექსტს ერთვის სამების საერთო ხედის ფოტო.
24.გერგეტის სამება //არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში.ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალზი.-თბ.,2012.-გვ.77-79.
ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტოები.
25.შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.25. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
გერგეტის სამების გუმბათოვანი ტაძრის მოკლე ისტორია.
26.გერგეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი//გველესიანი გ. საქართველოს ეკლესია-მონასტრები.-ქუთაისი.,2013.-გვ.46-50.
მოკლე ისტორიული ცნობები.
27.გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი //საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები. საქართველო.-2015.,თბ.-გვ.257.
28.გერგეტის სამება //ხარაძე, კ. ხევის ბუნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბ., 2015.-გვ.61-64.
გერგეტის სამების მონასტრის არქიტექტურული აღწერილობა და ისტორიული მნიშვნელობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა.
29.გერგეტი //გედენიძე ი. საქართველო- რასაც არწივები ხედავენ.-თბ.,2018.-გვ.102-103.ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
30.გერგეტის სამება //ქერაშვილი გ. ხევი და მოხევეები.-თბ.,2012.-გვ.105-108.
31.გერგეტის სამება //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.350-353.