საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ლარგვისი (ახალგორის რ-ნი)

1.სიმაგრეები: ლარგვისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.111-115.
ქსნის ერისთავთა უძველესი საგვარეულო რეზიდენციიდან შემორჩენილი დიდი კოშკებიანი ციხე-გალავნის, გუმბათოვანი ტაძრისა და ცალკე მდგარი კოშკის აღწერილობა. ლარგვისის მონასტერში დაწერილი "ძეგლი ერისთავთას" ცნობა ნაგებობათა წარმოშობის შესახებ. ტექსტს ერთვის ტაბ.33.
2.ლარგვისის მონასტერი //ზანგურაშვილი ვლ. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2007.-გვ.39.
ძეგლის ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება, ისტორია, საისტორიო წყაროების მიმოხილვა. ტექსტს ერთვის ფოტო.
3.ლარგვისის მონასტერი //ქსნის ხეობის ფოტომეგზური.-თბ.,2006.-გვ.36.
მონასტრის ისტორია, მდებარეობა, მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენებულნი არიან: ქსნის ერისთავი შანშე, დავით ერისთავი.
4.ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1983.-გვ.122-127.
ცნობები ქსნის ერისთავების რეზიდენცია-ლარგვისის ხუროთმოძღვრულ კომპლექსზე.
5.XVI-XVIII საუკუნეების ხუროთმოძღვრება: ლარგვისი //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს.-თბ.,1990.-გვ.241-247.
ლარგვისის კომპლექსის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის დათარიღება (1759 წ.). მოცემულია ძეგლის არქიტექტურული და მხატვრული ანალიზი. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა(სურ.58-60; ტაბ.LXXVIII-LXXX).
6.ლარგვისის არქიტექტურული ანსამბლი //საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე XIXB.-1956.-გვ.47-81.
ძეგლის აგების ისტორია, მისი მნიშვნელობა ქართული არქიტექტურის განვითარებაში.
7.ზაქარაია პ. ლენინგორის რაიონი.-თბ.,1981.-გვ.6-7.
გზამკვლევი. გუმბათოვანი ტაძრის, სასახლის ნაშთის, ოთხსართულიანი კოშკის, წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
8.ციხეები და ციხე-დარბაზები: ლარგვისი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.147-152;
გუმბათოვანი ტაძრის, საცხოვრებელი ნაგებობების, კოშკისა და კოშკიანი ციხე-გალავნის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ძეგლის ისტორია ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.
9.ლარგვისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.120-123.
ლარგვისის მშენებლობის ისტორია, შემადგენლობა, მოკლე დახასიათება.
10.ზაქარაია პ. ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XVIII ს..-თბ.,1981.-გვ.271-281.
ლარგვისის მონასტრის აღწერილობა და არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი.
11.ზაქარაია პ. ქსნის ხეობის ციხესიმაგრეები //საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე.XVI-B.-1950.-გვ.1 //ჯვარი ვაზისა.-1997.-გვ.41.
ლარგვისის კომპლექსის ნანგრევების აღწერილობა.
12.ლარგვისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტV.-თბ.,1983.-გვ.129.
მოკლე ცნობები კომპლექსის ხუროთმოძღვრების შესახებ.
13.მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ქსნის ხეობა.-თბ.,1968.-გვ.18-24;გვ.79-80.
არქიტექტურული ანსამბლის (წმინდა თევდორეს სახ. ეკლესიის, ლარგვისის მონასტრისა და აქ დაცული განძის: ხატების, საეკლესიო ნივთების), მხატვრულ-კონსტრუქციული დახასიათება. ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული ცნობების მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: ვახუსთი ბაგრატიონი, ექვ. თაყაიშვილი, მ.ბროსე,დ.გვრიტიშვილი. ტექსტს ახლავს ლარგვისის მონასტრის ფოტო.
14.ქსნის ერისთავის 1470 წლის სიგელი ლარგვისის მონასტრისადმი //სურგულაძე ი. ნარკვევები საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიიდან.-თბ.,1963.-გვ.30-44.
15.ქართლი //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.101-107.
განხილულია ლარგვისის სამონასტრო კომპლექსის წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესიის გეგმა, შიდა სივრცე, ფასადები, მხატვრული დეკორი, ხუროთმოძღვრული თავისებურებანი. ტექსტს ერთვის ფოტომასალა (სურ.85-87; ტაბ.120-123).
16.ციხე-დარბაზები //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.ტ.I.-თბ.,1983.-გვ.121-127.
ლარგვისის მონასტრისა და ციხის ნაშთების მოკლე აღწერილობა.
17.ციხესიმაგრეები: ლარგვისი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.132-134.
სოფ.ლარგვისში მდებარე ციხის ციტადელისა და კოშკის მოკლე აღწერილობა. დართულია ციხის ფოტო.
18.ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში. ციხე-დარბაზები: ლარგვისი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.292-300.
ციხის შესახებ არსებული ისტორიული წყაროებისა ("ძეგლი ერისთავთა") და სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, მშენებლობის ეტაპები. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბაგრატიონი, მ.ბროსე, გრიგოლ შინდას ძე ავგაროზისშვილი; დავით, შალვა ერისთავები. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.114-117; ტაბ.100-102).
19.სიმაგრეები: ლარგვისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.120-123.
ლარგვისის ციხის რთული და ორგინალური ნაგებობის-ციტადელის კოშკის, ეკლესიებისა და მონასტრების მოკლე აღწერილობა.
20.სოფ.ლარგვისი, მიდამოები. მდ.ჭურთისა და ქსნის შესართვათან სამონასტრო კომპლექსი; სოფ.ლარგვისი, ნასოფლარი ქვენიფნევი. ეკლესია; სოფ.ლარგვისი. სალოცავი, ხატის ნანგრევი //შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.IV.-თბ.,2008.-გვ.104-109; გვ.111; გვ.112.
"ძეგლთა ერისთავთას" ცნობა კომპლექსის მშენებლობის თაობაზე,კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლების (ტაძარი, სამრეკლო, საკურთხეველი, ციხის, ჭიშკრიანი კოშკი, გარადამავლაი ხანის ეკლესია, სალოცავი, ხატის ნანგრევი, შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევი, XIX საუკუნის ნიში) ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონი. მოცემულია კომპლექსის გენგეგმა, საერთო ხედის, ეკლესიისა და ციხის კომპლექსის ფოტოები.
21.სოფ. ლარგვისი, მიდამოები, ნასოფლარი საქორეთი. ამაღლების ეკლესია //შიდა ქართლი: ახალგორის რ-ნის არქიტექტურული მემკვიდრეობა.IV.-თბ.,2008.-გვ114.
გეგმით სწორკუთხა, დარბაზული ტიპის, ამაღლების სახ. ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერლიობა. მოცემულია ეკლესიის გეგმა და საკურთხევლის ფრაგმენტის ფოტო.
22.სოფ. ლარგვისი, მიდამოები, ნასოფლარი საქორეთი. წმინდა გიორგის ეკლესია //შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.IV.-თბ.,2008.-გვ.112.
ნანგრევების სახით შემორჩენილი, გვიანი შუა საუკუნეების, დარბაზული ტიპის წმ. გიორგის სახ. ორი ეკლესიის ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
23. ტაძარი და ტაძარი - კაცი // გაზ. "კომუნისტი".-1981(4 ივლ.).-გვ.3.
სოფ. ლარგვისის წმ. თევდორეს სახ. ტაძრისა და სოფლის მკვიდრ ვარდო შერმადინის შესახებ.
24. ყურაშვილი ს. ... ამბობს ტიტე ზარიძე //გაზ. "საბჭოთა ოსეთი".-1959(18 აგვ.).
ლარგვისის ტაძრის მცველ ტიტე ზარიძის თაობაზე.
25.იკორთა და ლარგვისი //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.63.
VI ს.-ში აგებული(ამჟამინდელი გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1759 წელს)ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოხსენიებულნი არაინ; მწიგნობრები ავგაროზ და გრიგოლ ბანდაისძენი (XIV-XV ს), გუმბათოვანი ტაძრის ქტიტორი ქსნის ერისთავი დავითი. ტექსტს ერთვის გუმბათოვანი ტაძრის, ციხის ფოტოები.
26.ლარგვისის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.84-85.
27.ლარგვისის მონასტერი და ციხე //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.43. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
ისტორიული წყაროები ლარგვისის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ავგაროზ გრიგოლ ბანდაისძეები, მონასტრის ტაძრის აღმშენებელი დავით ქსნის ერისთავი.
28.ლარგვისის კომპლექსი//ქსნის ხეობა.-თბ.,2013.-გვ.88-89.
წმ.თეოდორე ტირონის ეკლესიის მოკლე ისტორია და ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა გვ.21.22.23.52.
28.Ларгвиси [ლარგვისის ეკლესია] //თაყაიშვილი ე. თხზულებანი ტ. 5.-თბ.,2018.-გვ.406-425.
29.ლარგვისი //ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია. საქართველოს ისტორიის პალიტრა. თხუთმეტტომეული.-თბ.,2002.-ტ.9.-გვ.237-238.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა