საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

სათხის ეკლესია (ნინოწმინდის რ-ნი)

1.დოლიძე ვ. კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი //ძეგლის მეგობარი.-1970.-N20.-გვ.4-14.
X საუკუნის სათხის ერთნავიანი ეკლესიის თავისებური ხუროთმოძღვრული ელემენტების, გარე მოცულობისა და შიდა სივრცის ვრცელი აღწერილობა, წარწერების პალეოგრაფიული დახასიათება, მხატვრულ-სტილისტური ანალიზი, ძეგლის აგების სავარაუდო დათარიღება, ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთის მინაშენის (სტოა, განივი კედლით გამიჯნული დას. სადგომი -ეკვდერი) ხუროთმოძღვრული დახასიათება. ეკლესიიას ამგებად მოხსენიებულია კვირიკე გალატოზი (ხუროთმოძღვარი). ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა.
2.დოლიძე ვ. სათხის ხუროთმოძღვრული ძეგლი //ქართული ხელოვნება.ტ.7(ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის შრომები).-1971.-N7.-გვ.131-159.
ძეგლის დაწვრილებითი აღწერილობა, მხატვრულ-ხუროთმოძღვრული მონაცემები:დეკორაციული სისტემა, შემკულობის მოტივები, ორნამენტის სტილისტური ნიშნები, ინტერიერის არქიტექტონიკა, წარწერების ანალიზი, რომლებიც შეიცავენ ცნობებს ძეგლის ხუროთმოძღვრის, მშენებლებისა და აღმდგენელთა შესახებ.ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
3.ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური //ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები.I.-თბ.,1964.-გვ.69-71.
სოფ.სათხის ძველი ქართული ეკლესიის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განზრახ დაზიანებული წარწერების მოკლე ანალიზი.
4.სათხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.VIII.-თბ.,1984.-გვ.660.
სამების სახელობის დიდი დარბაზული ეკლესიის ხუროთმოძღვრების, მხატვრული ფორმებისა და წარწერების ანალიზი. ტექსტს ახლავს ეკლესიის დას. ფასადის ფოტო.
5.სათხის წარწერები //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო.-თბ.,1959.-გვ.37-39.
ძეგლის კედლებზე არსებული წარწერების მოკლე ანალიზი.
6.ჯავახეთი //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული.-თბ.,1997.-გვ.14-15; გვ.II. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
ფონდის მიერ ჯავახეთში მოწყობილი ექსპედიციის შედგები; მოცემულია სოფ.სათხის ცენტრში აგებული, XI საუკუნით დათარიღებული (წარწერის მიხედვით. დღეს წარხოცილია), დარბაზული ტიპის ეკლესიის აღწერილობა და წარწერების მოკლე პალეოგრაფიული ანალიზი. მოხსენიებულია ფარსმან ერისთავთ-ერისთავი. ტექსტს დართული აქვს გეგმა და ნახაზები.
7.ბერძენიშვილი დ. ჯავახეთის ძველი სიმაგრეები //ჯავახეთი: ისტორია და თანამედროვეობა .-ახალციხე.ტ.1.-2002.-გვ.181-196. რეზ. რუს. და ინგლ. ენებზე.
სათხის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები. მოხსენიებულნი არიან: ბერნეი, ვ. ცინცაძე. ერთვის სიმაგრის ნახაზი.
8.სათხეს ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.149-150. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
9.სათხის ეკლესია //საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები. საქართველო.-2015.,თბ.-გვ.130-133.
10.სათხე //ხარაძე, კ. ბოლნისის მუნიციპალიტეტი; ბუნება, წარსული,აწმყო.-თბ.,2021.-გვ.228-234.
დიდი ზომის დარბაზული ტიპის ეკლესიის არქიტექტურული აღწერილობა: ასომთავრული წარწერები, კედლის მხატვრობა, მდიდარი მორთულობა (ბოლნური მედალიონი).
11.სათხის წარწერები //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც ისტორიული წყარო.-თბ.,1959.-გვ.37-39.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა