საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

სამთავრო (მცხეთა)

1.ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა.-1972.-გვ.11-13.
სამთავროს მონასტრის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება და მოკლე ისტორია. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტოები.
2.სამთავრო //ზაქარაია პ. XI-XVIII საუკუნის ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა. XI-XII სს. თბ.,1975.-გვ.47-64.
ანსამბლის მთავარი ნაგებობის - XI საუკუნის პირველ ნახევარში აგებული დიდი ტაძრის აღწერილობა, გუმბათის, ფასადების, თაღების, სარკმელებისა და ორნამენტების დახასიათება.
3.ზაქარაია პ. სამთავრო. თბ.,1955 //გაზ. "მეტალურგი".-1968(2 მარტი).
XI საუკუნის ძეგლის - სამთავროს ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული დახასიათება.
4."მიყუარან მე მაყუალნი ესე შენნი"...სამთავრო //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.184-185.
ტაძრის მოკლე აღწერილობა და დეკორაციული მორთულობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ტაძრის საერთო ხედის, აღმ.ფასადისა და სარკმლის მორთულობის ფოტოები.
5.მცხეთა-თბილისის ეპარქია: სამთავროს წმ.ნინოს მონასტერი (დედათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.61-63.
ძეგლის დაარსების ისტორია: "ჩახაზული ჯვრის" ტიპის მაცხოვრის სახელობის ტაძრისა და წმინდა ნინოს სახელობის პატარა ეკლესიის არქიტექტურა, მხატვრული გაფორმება-ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი), მონაზონი ნინო (ჯულაყიძე), არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე),არქიტექტორ- რესტავრატორი ნ.ზაზუნიშვილი. ტექსტს ახლავს ტაძრების ფოტოები.
6.განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): სამთავრო //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.63-64.
ძეგლის ინდივიდუალური თავისებურებებისა და განსხვავებული მხატვრული ხედვის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXVII. სურ.2).
7.განვითარებული ფეოდალიზმი: სამთავროს ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.94-95.
შედარებითი დახასიათება XI საუკუნის ძეგლებთან .
8.თბილისი-მცხეთა //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.-თბ.,1977.-გვ.14-16.
ცენტრალურ-გუმბათიანი ტაძრისა და სამრეკლოს მოკლე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.
9.სამთავრო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.IX.-თბ.,1985.-გვ.10-11.
XI საუკუნის საეპისკოპოსო ტაძრის - სამთავროს -ხუროთმოძღვრებასა და მხატვრულ გაფორმებაზე. აღნიშნულია მცირე ზომის გუმბათოვანი ეკლესია და სამრეკლო.ტექსტს ახლავს ტაძრის დეტალისა და სამაროვანის ფოტოები.
10.მცხეთა, სამთავრო //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.141-142.
მოკლე ცნობა ქვაზე ნაკვეთი, მდიდარი ორნამენტით გამორჩეული ტაძრის შესახებ. მოცემულია ეკლესიის ზომები, გეგმა ვლ.წილოსანის ანაზომის მიხედვით. ტექსტს ახლავს ფოტოები (ტაბ.101-104).
11.სამთავრო //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართVელოში.-თბ.,1951.-გვ.221-233.
ტაძრისა და ტაძარში დაცულ სიძველეებზე არსებული ბერძნული წარწერების ვრცელი აღწერილობა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.
12.სამთავროს კომპლექსი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების აღწერილობა.5.-თბ.,1990.გვ.253-257.
სამთავროს ხუროთმოძღვრული კომპლექსიდან შდიდი ტაძრის, წმ. ნინოს სახ. ეკლესიის, სამრეკლოს, კარიბჭის, საცხოვრებელი სახლებისა და სასამსახურო შენობების ვრცელი მხატვრულ-ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
13.გოგებაშვილი ი. საგანძური.-თბ.,1982.-გვ.248.
მოკლე ცნობა სამთავროს ტაძრის შესახებ.
14.სამთავრო //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.14.
მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ ქართ. და ინგლ. ენებზე. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ფოტო.
15.ჭანიშვილი გ. სამთავრო: წმინდა ნინოს დედათა მონასტერი.-თბ.,2008.-252 გვ. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
მონოგრაფია. ტერმინ სამთავროს შესახებ; დედათა მონასტრის დაარსება; სამთავროს მთავარეპისკოპოსები; მონასტრის წინამძღვრები, იღუმენები, სულიერი მოძღვრები; სამთავროს დედათა მონასტრის აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს მდიდარი საილუსტრაციო მასალა.
16.სამთავროს კომპლექსი //კოზმანაშვილი ვ. ღმერთის სავანე. მცხეთა;2009.-გვ.30-32.
მოკლე ცნობები კომპლექსში შემავალი დიდი ტაძრის, წმ. ნინოს სახ.ეკლესიის, სამრეკლოს, გალავნის ნაწილისა და კოშკის შესახებ. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.
17.მოციქულთა სწორი წმ. ნინოს სახ. სამთავროს დედათა მონასტერი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2002.-გვ.38-39.
ტაძრის აგების მოკლე ისტორია, წმ. ნინოს სახ. ეკლესიის მშენებლობის
ეტაპები. მოცემულია ცნობები XI საუკუნით დათარიღებული მაცხოვრის სახ. ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: მირიან მეფე, ნანა დედოფალი, ასურელი მამა აბიბოს ნეკრესელი (დაკრძალულია სამთავროში), წინამძღვარი იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი), მწირველი მოძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭისძე). ტექსტს ერთვის ტაძრების ფოტოები.
18.ბერიძე ვ. ასე მაღალი, ასე ქართული! // გაზ. "კომუნისტი'.-1988(19 აპრ.).-გვ.3.
სამთავროს ისტორიულ-კულტურული ღირებულების თაობაზე.
19.კიკნაძე ზ. "მაყულოვანი" თუ "სამოთხე სამეუფეო"? // გაზ. "ლიტერატურული საქართველო".-1988(26 ტებ.).-გვ.10.
20.კუჭავა ნ. სამთავროს კომპელქსი // გაზ. "სახალხო განათლება".-2002(27 მარტი).-გვ.VII.
ძეგლის არქიტექტიურული ღირებულების შესახებ.
21.მირზაშვილი თ. დავუბრუნდეთ პირველწყაროს // ახალი განათლება.-1999(11-17 თებ.).-გვ.5.
სამთავროს ტაძრის ისტორიისათვის.
22.მცხეთის მხატვართ-უხუცესი და ხუროთმოძღვარი // ლიტერატურა და ხელოვნება.-1943(26 ნოემბ.).-გვ.4.
ოთინაშვილი ნ. სამთავრო // გაზ. "საბჭოთა ოსეთი".-1990(21 აპრ.).-გვ.2.
ტაძრის დაარსების ისტორია.
23.პაიჭაძე თ. ამოუცნობი სამთავრო // გაზ. "ჯორჯიან ტაიმსი".-2003(მარტი).-გვ.16.
ტაძრის აგების თარიღისათვის.
24.ჯორბენაძე ვ. საქართველოს პირველი სატახტო ქალაქის - მცხეთის ანსამბლის არქიტექტურული მასშტაბი // ჟ. "საბჭოთა ხელოვნება".-1958.-N9.-გვ.28-32.
25.მჭედლიშვილი ბ. ზოგიერთი საკითხი სამთავროს ეკლესიის შესახებ //ძეგლის მეგობარი.-1984.-კრ.67.-გვ.52-55.
სამთავროს ტაძრის მშენებლობის ისტორია.
26.სამთავროს ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.-თბ.,2010.-გვ.43-48. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
ტაძრის მოკლე ისტორიული მიმოხილვა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
27.ხოშტარია დ. სამთავრო //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი. თბილისის გოეთეს ინსტიტუტი. მოხსენებათა კრებული//.-თბ.,2000.-გვ.47-54.
სამთავროს კომპლექსში შემორჩენილი ძველ ნაგებობათა ნაშთებსა და წერილობითი ცნობებზე დაყრდნობით განხილულია ძეგლის ადრეული ისტორია. ტექსტს ერთვის სამთავროს ტაძრისა და სამთავროს წმ. ნინოს სამლოცველოს გეგმები.
28.სურმელაშვილი მ. სამთავრო.-თბ., 1987.-11 გვ. ტექსტი ქართულ, რუს. და ინგლ. ენებზე.
გეგმით ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება; მხატვრული გაფორმება; მისი რელოგიური და ეროვნული მნიშვნელობა.
29.სილოგავა ვ. სამთავროს ძველი ქართული წარწერები.-თბ.,2011.-98 გვ.
სამთავროს ტაძრის ლაპიდარული, ფრესკული წარწერებისა და წარწერა-გრაფიტების პალეოგრაფიული ანალიზი. რეზ. ინგლ. ენაზე. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა-ტაბულები.
30.სამთავრო //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო).-თბ.,1987.-გვ.53-56.
ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შემავალი სხვადასხვა ეპოქისა და ხასიათის ნაგებობათა მოკლე აღწერილობა. მოცემულია მოკლე ცნობები ტაძრის ჩრდ.-აღმოსავლეთით მდგარ მეთექვსმეტე საუკუნის სამსართულიან სამრეკლოზე, მინიატურულ ეკლესიაზე. ქტიტორად მოხსენიებულია ილარიონი, ძე სამთავნელ ეპისკოპოს ვაჩე ყანჩაველისა.
31.ხოშტარია დ. მცხეთა- ადრექრისტიანული ეკლესიები //ქრისტიანული დემოკრატია.-2000.-N1.-გვ.113-123.
32.ბაქარძე დ. სამთავროს მონასტერი //ცისკარი.-1873.-N5-6.-გვ.1-7.
თარგმანი დ. ბაქარაძის სტატიიდან ივ.კერესელიძის წინასიტყვაობით.
32.სამთავრო და შიომღვიმე //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.78.
XI საუკუნის კომპლექსის (დიდი საეპისკოპო ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო, გალავანი, კოშკი, საცხოვრებელი ნაგებობა) მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ტექსტს ერთვის სამთავროს საეპისკოპოსო ტაძრისა და წმ. ნინოს სახ. ეკლესიის ფოტოები.
34.სამთავრო //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.60-61. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
მოკლე ცნობა საეპისკოპოსო ტაძრის შესახებ.
35.მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი.-თბილისი.,2013.-გვ.3-38.
სამთავროს ფერისცვალების წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ისტორია. მონასტრის სასწაულმოქმედი, მირონმდინარე ხატები. ტექსტს ახლავს მდიდარი ფოტომასალა.წიგნი გამოცემულია რუსულ და ინგლისურ ენებზე.
36.მცხეთის სამთავროს ფერისცვალების ტაძარი (სამთავროს კომპლექსი)//ბარისაშვილი გ. მცხეთის შემოგარენის ტაძრები.-თბ.,2013.-გვ.25-26. ტექსტს ახლავს ფოტო.
37.წმინდა ნინოს ეკლესია-"მაყვლოვანი"(სამთავროს კომპლექსი)
//ბარისაშვილი გ. მცხეთის შემოგარენის ტაძრები.-თბ.,2013.-გვ.27-28. ტექსტს ახლავს ფოტო.
38.სამთავროს დედათა მონასტერი //გედენიძე ი. საქართველო- რასაც არწივები ხედავენ.-თბ.,2018.-გვ.96-97.ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
39.სამთავრო //ბანძელაძე ი. ქართული საზომის დადგენის ისტორია-მეტროლოგიური ანალიზი.-თბ.,2023.-გვ.32.
არქიტექტურული ძეგლის ანაზომი თანამედროვე ტექნოლოგიით (3D სკანერით). ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
40.სამთავისის ტაძარი //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.246-250.











 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა