საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

სამწევრისი (ქარელის რ-ნი)

1.მაისურაძე ზ. ქართული შორენკეცების საკითხისათვის //ქართული ხელოვნება.ტ.3(ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის შრომები). -1950.-N3.-გვ.201-210.
სამწევრისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ახლოს მდებარე აგურის პატარა შენობის, მისი დეკორატიული შემკულობის აღწერილობა. ავტორის თვალსაზრისი შენობის მერაბ ფანასკერტელ-ციციშვილი მავზოლეუმად გადაკეთების შესახებ.
2.სევეროვი ნ. სამწევრისი //ქართული ხელოვნება.2 (ქართული ხელოვნების ინსტიტუტის შრომები).-1948.-გვ.1-6. ტექსტი ქართულ და რუს. ენებზე.
ტაძრის გეოგრაფიული მდებარეობა, მისი დეტალური არქიტექტურული აღწერილობა (შიდა და გარე სივრცე. პარალელები ჯვრისა და წრომის ტაძრების ხუროთმოძღვრებასთან. არქიტექტურული ფორმების მხატვრულ-სტილისტური ანალიზი. ტექსტს ერთვის ნ. სევეროვის ნახატები და მდიდარი საილუსტრაციო მასალა(სურ. და ტაბ.).
3.ქანდაურაშვილი ა. სამწევრისი //საქართველოს ბუნება.-1972.-N11.-გვ.23.
მტკვრის შესართავთან მდებარე VII საუკუნის ბაზილიკის მოკლე დახასიათება.
4.ჩუბინაშვილი გ. მასალები სამწევრისის ტაძრის შესწავლისათვის //ქართული ხელოვნება.ტ.2 (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის შრომები).-1948.-გვ.12-16. ტექსტი ქართ. და რუს. ენებზე.
1940 წელს მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ტაძრის ვრცელი აღწერილობა, წარწერის ანალიზი, ცნობა მერაბ ზაზას ძე ფანასკერტელ-ციციშვილის მიერ ძველი ტაძრის აღდგენის შესახებ.ტექსტს ერთვის საილუსტრაზიო მასალა
5.ხიმშიაშვილი ლ. სამწევრისი.- თბ.,1962.
VII საუკუნის ძეგლის, სამწევრისის გუმბათიანი ტაძრის აღწერილობა.
6.ციხე-დარბაზები: სამწევრისი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.139-141.
სამწევრისის VII საუკუნის გუმბათოვანი ტაძრის, ციტადელის, კოშკისა და სასახლის მოკლე აღწერილობა.
7.სამწევრისი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.62-63.
"თავისუფალი ჯვრის" ტიპის, VII საუკუნის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს ძეგლის ორი ფოტო.
8.ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში. ციხე-დარბაზები: სამწევრისი (საციციანო) //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.360-362.
თავდაცვითი ნაგებობების აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.146,147; ტაბ.119-121).
9.ციხეები და ციხე-დარბაზები: სამწევრისი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.104-107.
ციხე-დარბაზისა და კოშკის ნანგრევების მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.
10.სიმაგრეები: სამწევრისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,10988.-გვ.73-75.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ციხის შესახებ. სამხედრო და საერო დანიშნულების ნაგებობების ნანგრევების მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს მთავარი კოშკის ინტერიერის ფოტო.
11.შუა საუკუნეების ხელოვნება: სამწევრისი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.63-64.
გეგმით მარტივი ჯვრის ფორმის გუმბათიანი ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ეკლესიის ფოტო.
12.ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: სამწევრისი //ციციშვილი ირ. ქართული ატქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.47-48.
ძეგლის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XIII,სურ.2; ტაბ.XIV,ნახ.1-8).
13.ურბნისისა და რუისის ეპარქია: სამწევრისის მთავარანგელოზთა მონასტერი: დედათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.119.
მოკლე ცნობა XVI-XVII საუკუნეების ძველი ეკლესიის ფუძეზე აგებული მონასტრის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), მონაზონი საბიანა (ასათიანი).
14.გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლები აყვავების ხანაში //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ.I.-ტფ.,1936.-გვ.180-184.
ძეგლის ვრცელი ხუროთმოძღვრებისა და შემკულობის აღწერილობა. მოხსენიებულია მერაბ ფანასკერტელი-ციციშვილი. ტექსტს ახლავს არქ. ნ.სევეროვის მიერ შესრულებული ჩანახატები, ძეგლის გეგმა და სხვა საილუსტრაციო მასალა (სურ.130-138).
15.ბერძენიშვილი დ. "ხევი ბოლნისისა" //დმანისი.-IV.-თბ.,2003.-გვ.208-209.
ციხესიმაგრის კოშკისა და გალავნის ნაშთის მოკლე აღწერილობა, ფრესკული მხატვრობის თავისებურება.
16.მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ძამის ხეობა.-თბ.,1961.-გვ.20-21.
VII საუკუნის ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ორი ფოტო.
17.სამწევრისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.IX.-თბ.,1985.-გვ.49-50.
სამწევრისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და მხატვრული ფორმების მოკლე აღწერილობა.
18.სამწევრისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.35-36; გვ.113-114.
ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.მოხსენიებულია XVI საუკუნის, სიუჟეტური შორენკეცებით მორთული, ერთნავიანი მავზოლიუმი და ციციშვილების დიდი ციხე. ტექსტს ახლავს ეკლესიის გეგმა და განაკვეთი ნ.სევეროვის ანაზომის მიხედვით.
19.სამწევრისის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.150-151; გვ.222-223. რეზ.რუს.ენაზე.
ჯვრის ტიპის პატარა ტაძრის მდებარეობისა და საამშენებლო (სამწევრისის ჯვრის მამასახლის დომნინოსისა და გიორგის თუალოის ძის)წარწერის აღწერილობა და მოკლე ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.86. 1,2).
20.სამწე[ვ]რისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.389-392.
სოფ.სამწევრისის მატერიალური ძეგლების ციხე-დარბაზის კომპლექსის (თარიღდება ფეოდალური ხანით, შედგება დიდი კოშკის, ეკლესიის, გალავნის, სასახლისა და სხვადასხვა ნაგებობების ნაშთებისაგან; წმ. გიორგის სახ. ეკლესიის(სტილისტური ნიშნების მიხედვით VII საუკუნეს განეკუთვნება) ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
21.სამწვერისი [სამწევრისი] //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.118.
მოკლე ცნობა წმ. გიორგის სახ. ეკლესიის შესახებ ქართ. და ინგლ. ენებზე. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ფოტო.
22.სამწე[ვ]რისის მონასტერი //"მახვილი მესიისა".-1997(სექტ.-ოქტ.).-გვ.6.
მთავარანგელოზთა სახ. დედათა მონასტერისა და ჯვრის ტაძრის (VII ს.)შესახებ.
23.ხიმშიაშვილი ლ. ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაცია //მეცნიერება და ტექნიკა.-1978.-N4.-გვ.37-42.
ტაძარზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები.
24.სამწევრისის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.-თბ.,2010.-გვ.115-118. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტოები.
25.სამწევრისის ეკლესია //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1987.-გვ.30-31.
გუმბათიანი ტიპის ტაძრის - სამწევრისის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება; მითითებულია, რომ 1940 წლის მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა და 1950-1952 წლებში ძეგლზე წარმოებდა სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები. მოცემულია მოკლე ცნობა ტაძრის გვერდით მდგარ ორნამენტირებული აგურით შემკულ საძვალეზე და სოფლის დასავლეთით აღმართულ ციციშვილების ციხეზე.
26.სამწევრისი //არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში. ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი.-თბ.,2012.-გვ.139-141.
ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები. მოხსენიებულნი არიან: არქიტექტორ-რესტავრატორი ლ. ხიმშიაშვილი, ნ.სევეროვი, ინჟინერი მ. კერნი.
27.სამწევრისის ციხე-დარბაზის კომპლექსი [ღვთისმშობლის სახ. ერთნავიანი ეკლესია). კვირაცხოვლის ეკლესია. წმ. გიორგის ეკლესია. წმ. მარინეს ეკლესია. სამწევრისის ეკლესია. ”დანგრეული საყდარი” //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.148-155.
28.სამწევრისი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.61. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
29.სამწვერისის წმ. გიორგის ტაძარი //ხორავა, ბ. ქვეყანა სავსე ქრისტეს სარწმუნოებით.-თბ., 2021.-გვ.162-171.
ტაძრის ისტორია, ხუროთმოძღვრული აღწერილობა და წარწერები.
30.სამწვერისი //ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია. საქართველოს ისტორიის პალიტრა. თხუთმეტტომეული.-თბ.,2002.-ტ.9.-გვ.114-115.
31.სამწევრისის ტაძარი //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.173-
174.

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა