საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ურბნისი (ქარელის რ-ნი)

1.ზაქარაია პ. ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება.-1965.
ნაქალაქარში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების თაობაზე.
2.ზაქარაია პ. ნაქალაქარი ურბნისი //საბჭოთა ხელოვნება.-1960.-N2.-გვ.85.
ეკლესიასა და სამრეკლოზე შემონახული ქართული დამწერლობის ერთ-ერთი პირველი ეპიგრაფიკული ძეგლის შესახებ.
3.ზაქარაია პ. ნაქალაქარი ურბნისი.თბ.,1961.
ქალაქის ნაშთის, სამნავიანი ბაზილიკისა და სამრეკლოს აღწერილობა.
4.შოშიაშვილი ნ. ურბნისი - საქართველოს უძველესი ქალაქი //ცისკარი.-1958.-N4.-გვ.131-140.
უძველესი ნაქალაქარისა და ჩვენამდე მოღწეული V საუკუნის ეკლესიის ისტორია, წარწერების აღწერილობა.
5.ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.ტ.1.-თბ.,1936.-გვ.32-50.
ცნობები ურბნისის ეკლესიის შესახებ.
6.ურბნისი //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წიგნი პირველი. ტფ.,1907.-გვ.41-59.
ბაზილიკური ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ეკლესიის კედლებსა და ნივთებზე შემორჩენილი წარწერების ანალიზი, სიძველეთა ნუსხა, ეკლესიის მოკლე ისტორია აქ დაცული ხელნაწერებისა და სიგელ-გუჯრების მიხედვით.
7.გვასალია ჯ. ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.VI.-თბ.,1982.-გვ.51-52.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობები ურბნისის შესახებ, ძეგლის მდებარეობის თავისებურება, მოკლე ისტორია. მოხსენიებული არიან: ლ.ჭილაშვილი, ი.კიკვიძე. რეზ. რუს. ენაზე.
8.ციხე-ქალაქები: ურბნისი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.14-16.
ქართული წერილობითი წყაროები ციხის შესახებ. ციხის მდებარეობა, მოკლე აღწერილობა, ჩატარებული გათხრების შედეგები, სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ციხის ჩანახატი.
9.ურბნისის სიონი //ახლოური დ. ქართული სულიერების ოაზისი.-თბ.,2008.-გვ.46-48.
მოკლე ცნობები უძველეს ქალაქ ურბნისზე. ურბნისის სიონის წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი. მოხსენიებულია ნ. შოშიაშვილი.
10.ურბნისი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.69-70.
მოკლე ცნობები IV საუკუნეში აგებული ეკლესიის შესახებ. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ეკლესიის საერთო ხედის ფოტო.
11.ქალაქები: ურბნისი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა.-თბ.,2004-2005.-გვ.8-9.
ფეოდალურ ხანაში წარმოშობილი ქალაქის ისტორია, მდებარეობა.
12.ქალაქები: ურბნისი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.10-14; ზაქარაია პ. შიდა ქართლის საეკლესიო ხუროთმოძღვრება //ჯვარი ვაზისა.-1997.-N1.-გვ.37-41.
მოცემულია ნაქალაქარის V-VI საუკუნეების ციხის, სამნავიანი ბაზილიკისა და 1706 წელს ვახტანგ VI-ის მიერ აგებული სამრეკლოს ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს ნაქალაქარის დასვლეთ მონაკვეთის ფოტო.
13.ადრეშუასაუკუნეების ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (V-X სს.) დასავლეთ საქართველო: ურბნისი /ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.43-50.
ლეონტი მროველისა და ვახუტი ბატონიშვილის ცნობები ნაქალაქარის შესახებ; სხვადასხვა წლებში ჩატარებული გათხრების შედეგები; ნაქალაქარის, ალიზის კოშკებიანი გალავნისა და კოშკების ნაშთების აღწერილობა). ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.11-16;ტაბ.4,5).
14.ქალაქები: ურბნისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.9-13.
ურბნისის ნაქალაქარის ნაგებობათა (სამნავიანი ბაზიილიკა, ციხე, კოშკები, აბანო) შესახებ. ტექსტს ახლავს ნაქალაქარისა და ალიზის კოშკის გეგმები.
15.ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: ურბნისი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.40-41.
სამნავიანი ბაზილიკის - ურბნისის შედარება ბოლნისის სიონთან, აღდგენის პერიოდები, მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.IX; ნახ.11,12, 13).
16.ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება: ურბნისი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.24.
მოკლე ცნობა ურბნისის შესახებ.
17.ურბნისისა და რუისის ეპარქია: ურბნისის წმ. ნინოს მონასტერი: დედათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.128.
მოკლე ცნობა მონასტრის შესახებ. მოხსენიებული არიან: მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), სქემმონაზონი ნინო (დაშნიანი).
18.გორი-ბორჯომი. ურბნისი //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.-თბ.,1977.-გვ.29-32.
ძეგლის მოკლე ისტორია, ისტორიული წყაროების მიმოხილვა, ნაქალაქარის ტერიტორიაზე სემორჩენილი არქიტექტურული ნაგებობების (ბაზილიკა, სამრეკლო)ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ფოტო.
19.ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.25; გვ.91-93.
ნაქალაქარზე შემორჩენილი საერო და საკულტო ნაგებობების: გალავნის, აბანოს. კოშკისა და წმ. სტეფანეს სახელობის სამნავიანი ბაზილიკის აღწერილობა. ტექსტს ახლავს ტაბ.14, ეკლესიის გეგმა და განივი განაკვეთი (ანაზომები პ.ზაქარაიასა და ფ.ქუფარაშვილისა).
მოხსენიებულია ურბნისის ბაზილიკური ტიპის ეკლესია. ახლავს ტაბ.14.
20.ურბნისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.X.-თბ.,1986.-გვ.171.
ნაქალაქარ ურბნისის არქეოლოგიურის შესწავლის შედეგები. ძეგლთან დაკავშირებით არსებული ისტორიული მასალების მიმოხილვა, ურბნისის ტერიტორიაზე შემორჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლების მოკლე აღწერილობა.
21.ურბნისის სიონი //ქართული წარწერების კორპუსი.I: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო(V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.62; გვ.196-200. რეზ.რუს.ენაზე.
ტაძრის ფასადების წარწერების (საამშენებლო - თევდორე ეპისკოპოსისა, მოსახსენებელი სიონის განახლებისა, სიონის შემწეების - ქავთარის და შუშანისა, აბიათარ დეკანპოზისა)ვრცელი აღწერილობა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.70, სურ.1-4).
22.ურბნისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.მ,1990.-გვ.396-403.
წერილობითი წყაროები ურბნისის შესახებ; ნაქალაქარზე ჩატარებული სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციების (1893 წ., XIX ს-ის 50-იანი წლები, 1952 წ., 1953-1956 წწ.)შედეგები, ურბნისის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლების; გალავნის, აბანოს, მარნის, წყალსადენისა და სარწყავი არხების, გვირაბებისა და ურბნისი სიონის ( V-VI საუკუნეებით დათარიღებულია წარწერების პალეოგრაფიული შესწალის საფუძველზე, სამნავიანი ბაზილიკაა, სამშესასვლელიანია, იკითხება მშენებლობის რამდენიმე ფენა, აღინიშნება სამრეკლო, მინაშენები)ვრცელი აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: პ.უვაროვა, გ.ჩუბინაშვილი, ნ.ბერძენიშვილი, გ.ლომთათიძე და სხვ. ტექსტს დაერთვის მდიდარი საილუსტრაციო მასალა.
23.გელაშვილი ს. ურბნისი //გაზ. "სახალხო განათლება'.-1981(9 სექტ.).-გვ.4.
მოკლე ცნობა სამნავიანი ბაზილიკის თაობაზე.
24.კუჭავა ნ. ურბნისი //გაზ. "სახალხო განათლება"(20019(1 მარტი).-გვ.7.
25.მურმანიშვილი დ. ურბნისის ტაძარი //ლიტერატურული გაზეთი.-1959(26 ივნ.).-გვ.3.
26.ურბნისი //სახალხო გაზეთი.-1996(30 მარტი).-გვ.10.
საქართველოს სახ. მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგების შესახებ.
27.ურბნისი // "მახვილი მესიისა".-1997(მარტი).-გვ.7.
28.ჯოჯუა თ. 21-ე ადგილი ქართველ მღვდელმთავარათა შორის //ქართული კულტურა.-1998(8-14 მაისი).-N17.-გვ.6.
ასურელი მამა თათე(თადეოზი) სტეფანწმინდელი; ურბნისის საეპისკოპოსო ტაძრისა და ურბნისის ეპარქიის ისტორია.
29.ნარიმანაშვილი ალ. თქმულება წმინდა სტეფანე პირველმოწამეზე //ძეგლის მეგობარი.-1990.-კრ.86.-გვ.50-57.
ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში ურბნისის ეკლესიის დაარსებეის შესახებ შემონახული ლეგენდა; წმ. სტეფანე პირველმოწამის სესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა; ურბნისის ბაზილიკური ტიპის, უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება; აღწერილია პირველმიწამის ვერცხლის ხატი. ტექსტს ერთვის ხატისა და ეკლესიის ფოტოები.
30.ურბნისის წმ. სტეფანეს საკათედრო ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.-თბ.,2010.-გვ.105-107. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
31.უმალაღურიძე ჯ. საქართველოს ხუროთმოძღვრების ისტორიის მოკლე ცნობები.-თბ.,1989.-გვ.26-27.
მოკლე ცნობა სამნავიანი ბაზილიკის ტიპიური ძეგლის - ურბნისის ეკლესიის შესახებ.
32.შოშიაშვილი ძველი ქართული წარწერები //პალეოგრაფიული ძიებანი. 1.-თბ.,1965.-131-154.
ქართული წერილობითი წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა ურბნისის შესახებ, წარწერათა პალეოგრაფიული ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: მ. ბროსე, დიუბუა დე მონპერე, უვაროვა. კონდაკოვი, დიმ. ბაქრაძე, ექვ. თაყაიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ნ. ბერძენიშვილი და სხვ.
33.გრიგოლია მ. უძველესი ეკლესიები საქართველოში :ძ(V-VI სს.) //კლიო.-2001.-N11.- გვ.35044. რეზ. ინგლ. ენაზე.
ურბნისი - საეკლესიო არქიტექტურის განვითარების ეტაპი.
34.ირემაშვილი სტ. ურბნისი (ქართლი) //გაზ. "ცნობის ფურცელი".-1904(3 სექტ.).-Т2601.-გვ.3.
მოკლე ცნობა ტაძრის შეასხებ და ნ. ფანიაშვილის ღვაწლი ძეგლის შეასაკეთებაში.
35.გამრეკელი ს. ურბნისის დიდებული ტაძარი და მისი განახლება //ივერია.-1897(2 მაისი).-N84.-გვ.2.
36.გამრეკელი ს. ურბნისი, 16 ოქტომბერი //ივერია.-1898(23 ოქტ.).-N226.-გვ.3.
ბარონ დე-ბაისა და ჰუგო კრაფტის ჩამოსვლა ურბნისში, სიძველეთა დათვალიერება და გლეხებისაგან ძველი ნივთების შეძენა.
37. ჯაბუა ნ. ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში.–თბ.,2012.–გვ.26.
ურბნისის სამნავიანი ბაზილიკის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
36.ურბნისის ბაზილიკა //არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში. ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილებია ანალიზი.-თბ.,2012.-გვ.152-155.
ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები, ტაძრის გეგმა.
37.ურბნისი //ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ. 70. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.

38. ურბნისი//ბერიძე ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია.–თბ.,2014.–გვ.47–48.
ადრეფეოდალური ხანის ციხე–ქალაქის საერო და სათავდაცვო არქიტექტურა.
39.ურბნისის სიონი //შიდა ქართლი:[ფოტოალბომი].-თბ.,1916.-გვ.42-43.
40.ურბნისი //ბანძელაძე ი. ქართული საზომის დადგენის ისტორია-მეტროლოგიური ანალიზი.-თბ.,2023.-15.
არქიტექტურული ძეგლის ანაზომი თანამედროვე ტექნოლოგიით (3D სკანერით). ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
41.ურბნისი //ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია. საქართველოს ისტორიის პალიტრა. თხუთმეტტომეული.-თბ.,2002.-ტ.9.-გვ.86-88.










 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა