საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ვაზიანი (მცხეთის რ-ნი)

1.ვაზიანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.280-281.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აგებული, ამჟამად ძლიერ დაზიანებული ციხე-გალავნის გარე სივრცისა და სოფლის სასაფლაოზე აგებული, გვიანდელი ფეოდალური ხანით დათარიღებული სუმბიანის გუმბათოვანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
2.სუმბიანის ღვთისმშობლის ეკლესია //ქენქაძე ვ. სოფელი ვაზიანი.-თბ.,2020.-გვ.182-183.
სოფ. ვაზიანის აღმოსავლეთით გვიანფეოდალურ ხანაში აგებული ტაძრის მოკლე ისტორია და არქიტექტურა.
3.სუმბიანის ღვთისმშობლის ნიში //ქენქაძე ვ. სოფელი ვაზიანი.-თბ.,2020.-გვ.183.
სოფ. ვაზიანის ცენტრში ღვთისმშობლის სახელზე აშენებული სალოცავის ისტორია.
4.ვაზიანის წმინდა გიორგი //ქენქაძე ვ. სოფელი ვაზიანი.-თბ.,2020.-გვ.183-184.
2014 წ. ცეზარ სუხაშვილის მიერ აგებული სამლოცველო.
5.ლომისის მთავარმოწამე წმინდა გიორგი //ქენქაძე ვ. სოფელი ვაზიანი.-თბ.,2020.-გვ.184.
ლომისის წმ. გიორგის ეკლესიიდან მოტანილი ნაკურთხი ქვებით 2016 წ. აგებული სალოცავი სოფ. ვაზიანის ჩრდილოეთით.
6.ვაზიანის ზვრის კოშკი //ქენქაძე ვ. სოფელი ვაზიანი.-თბ.,2020.-გვ.180-182.
რიყის ქვითა და აგურით ნაგები ცილინდრული ფორმის სამსართულიანი ნაგებობის თავდაცვითი მნიშვნელობა, გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორიული ღირებულება.
 
 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა