საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ფავნისი (კასპის რ-ნი)

1.პრივალოვა ე. "სასწაული სარკინოზზე" იკვისა და ფავნისის კედლის მხატვრობაში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.ტ.XVIII.-N6.-გვ.767-774.
XI-XII საუკუნეების ძეგლის - ფავნისის მოხატულობის, კერძოდ, წმინდა გიორგის გამოსახულების მიმოხილვა.
2.პრივალოვა ე. შუა საუკუნეების ქართული პორტრეტის ისტორიიდან //ძეგლის მეგობარი.-1966.-N8.-გვ.61-67.
სოფ. ახალქალაქის ფავნისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოხატულობა - XII საუკუნის საქტიტორო პორტრეტები.
3.ფავნისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.X.-თბ.,1986.-გვ.208.
სოფ.ახალქალაქის გარეუბნის-გარიყულის მახლობლად მდგარი X საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება და მხატვრობის მოკლე სტილისტურ-იკონოგრაფიული აღწერილობა.
4.გარიყულა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.143-147.
XVIII საუკუნის ოთხსართულიანი კოშკის, თარხნიშვილების სასახლის, IX-X საუკუნეების ფავნისის წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის ხუროთმოძღვრული და მხატვრული დახასიათება.
5.მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა.-თბ.,1959.-გვ.17.
მოკლე ცნობა ეკლესიის მდებარეობის შესახებ.
6.ფავნისი //არქიტექტურის რესტავრაცია საქრთველოში. ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი.-თბ.მ,2012.-გვ.156-157.
ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები და გეგმა.
7.ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.46.
8.ფავნისი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.72. ტექსტი ქართ.და ინგლ.ენებზე.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა